ელექტრონული სასწავლო რესურსი-"შემოდგომის დღე"


ელექტრონული რესურსი- "შემოდგომის დღე"-რეფლექსია

  სასწავლო პროცესში, ქართული ენისა და ბუნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე
( მე-2კლ. ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სასწავლო ელექტრონული რესურსების  შექმნისა და გამოყენების  მიზნით  ჩემს მიერ შექმნილი   ციფრული რესურსის სათაურია : „შემოდგომის დღე!“ .ციფრული ობიექტი ემსახურება უმცროსკლასელთათვის წელიწადის დროთა გაცნობა/შესწავლას და ემსახურება

ესგ -ით გათვალისწინებულ  შემდეგ მიზნებზე გასვლას : 
ზეპირმეტყველება
ქართ. II. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამე-ტყველო სიტუაციებში.
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
კითხვა
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუ-ძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
წერა
ქართ. II. 10მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულო-ბის ტექსტების დამოუკიდე-ბლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ქართ. II. 12. მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.

ბუნებისმეტყველებ
დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.

ბუნ.II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
ადამიანი და გარემო
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
სახვი
.

მოცემული რესურსში გამოყენებული ფრინველთა ხმები უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეთათვის წარმოადგენს ეფექტის გაძლიერებისა და საკითხის მიმართ ინტერესის გაღრმავების საშუალებას.მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს შეძლებენ უპასუხონ შემდეგ კითხვებს: 
  • წელიწადის რომელი ოთხი დრო იცით?
  • როგორ იცვლება გარემო წელიწადის დროების მიხედვით?
  • როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება წელიწადის დროების მიხედვით?
  • როგორი ცვლილებები ხდება ბუნებაში?
  • რა იცით გადამფრენ ფრინველებზე?
  • რა გვაძლევს წელიწადის დროების ცვლის შესახებ დასკვნების გაკეთების საშუალებას?

 ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების შედეგად სწავლის პროცესი გახდა უფრო საინტერესო, გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ინფორმაცია ვიზუალურადაა გაფორმებული, ყოველივე ეს მათ დაეხმარათ შინაარსის  უკეთ გაგებაში , გაუღვივდათ ბუნების სიყვარული და გაუღრმავდათ ცოდნა მოცემული საკითხისადმი.




Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში