სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი
|
ქართული ენა-მათემატიკა
|
მასწავლებელი
|
თამარ ნიკოლაძე
|
ჩატარების ადგილი და თარიღი
|
სსიპ ქ.თბილისის 202-ე საჯარო სკოლა
19.04.2019.
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი-მე-2 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
7 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არაა.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ მხატვრული ტექსების წაკითხვა, გააზრება,მსჯელობა. აქვთ გამოცდილება ჯგუფური მუშაობისა.იციან მათემატიკური ამოცანების აგებულება: პირობა,კითხვა; ამოხსნა.შეუძლიათ მიმატების,გამოკლებისა და გამრავლების ოპერაციათა შესრულება.
|
თემა
|
,, უცნაური პირობა,, ავტორი : ზურაბ ვახანია
|
მიზანი
|
მოსწავლემ გაიგოს , გაიაზროს ახალი მასალა
ხელი შევუწყო მათ ლოგიკური აზროვნების განვითარებას რათა, გამოუმუშავდესცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების დროს არჩევანის გაკეთების უნარი, რაც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.
შეძლოს ურთიერთთანამშრომლობა თანატოლებთან და შეძლოს საგანთა ინტეგრაცია. მათემატიკაში შესწავლილი კონკრეტული საკითხების გადაჭრისას წარმოქმნილი წინააღმდეგობების ალტერნატიული გზების და ხერხების მოშველიება ქართული ენის გაკვეთილზე.
|
გაკვეთილის ტიპი
|
ინტეგრირებული
|
შედეგი
|
ესგ-სთან შესაბამისობა:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულისხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს(ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას
სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, ნიშან-თვისებებს);
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს(ილუსტრაციბის, სხვა საყრდენების გამოყენებით);
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვატექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრულინაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება დასაკუთარითვალსაზრისის ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისიმოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა;კეთილია, გონიერია და ა.შ.);
გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა,შემეცოდა და ა. შ.)
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);
თანამიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს წაკითხული ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსს;
პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს;
ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
მარტივი ამოცანის ამოსახსნელად ირჩევს შესაბამის მოქმედებას და მისი შესრულების ხერხს;
|
შეფასების ტიპები და მეთოდები:
|
განმავითარებელი შეფასება(კომენტარის სახით) და განმსაზღვრელი შეფასება (რუბრიკა იხ.ქვ.)
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხები-
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის თემის/ მიზნის გაცნობა და შეფასების კრიტერიუმების გახსენება.
აქტივობის აღწერა:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას და მოსწავლეთა დახმარებით ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზანს.
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე გამზადებული თემა /მიზნები, შეფასების რუბრიკა.
(თვალსაჩინოებისათვის)
|
3წთ.
|
2.
|
აქტივობა
პროვოცირება/ გამოწვევა
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, ვარაუდების გამოთქმა.
აღწერა: მასწავლებელი კითხულობს უკვე შესწავლილ ლექსს
-„ირემმა ირემს....“
_თქვენი აზრით რატომ გავიხსენე ეს ლექსი? რა თემაზე შეიძლება იყოს ჩვენი გაკვეთილი?გთხოვთ ,გამოთქვათ ვარაუდები.
|
ვერბალური მეთოდი.
|
საერთო საკლასო
|
5 წთ
| |
3
|
აქტივობა
ახალი მასალის ახსნა.
,,უცნაური პირობა,,
ტექსტის კითხვა.
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის გაცნობა.
აღწერა:
-გიყვართ თავსატეხები? მაშინ ეს ტექსტი თქვენთვისაა.გზადაგზა შევჩერდები და ავხსნი ზოგიერთ სიტყვას: საგზალი, დახუნძლული,.
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს. შემდეგ მოსწავლეები წაიკითხავენ გაგრძელებებით.
|
სამოდელო კითხვის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
სახელძღვანელო
|
5 წთ.
|
4
|
აქტივობა
კითხვა- პასუხი.
აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა დააზუსტოს რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტის შინაარსი.
აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს და გამოსაძახებელი ჩხირებით აპასუხებინებს ბავშვებს
- -ტექსტი ვიზე გვიამბობს? (მეგობარ ბავშვებზე)
- - სად მიდიოდნენ ბავშვები?
- - რა შეხვდათ მათ?
-რა ეწერა დაფაზე?
-იპოვეთ პირობა და კიდევ ერთხელ ამოიკითხეთ.
-პირობა რომელ სასვენ ნიშნებშია ჩასმული?რატომ?(სხვისი ნათქვამინუცვლელადაა მოყვანილი)
-როგორ მოიქცნენ ბიჭები?
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
მომზადებული კითხვები, გამოსაძახებელი ჩხრები
|
4წთ.
|
5
|
აქტივობა .
ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი: უნარების :ერთობლივად მსჯელობის, არჩევანის გაკეთების; გადაწყვეტილების მიღების;დასკვნების გამოტანის და გუნდის წინაშე პასუხისმგებლობის ხელშეწყობა.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს.
მასწავლებელი:
- იმისათვის, რომ დავალებას გაართვან თავი აუცილებელია მათემატიკური გამოთვლა/გათვლა მოიშველიონ. დაფიქრდნენ, იმსჯელონ და წარმოადგინონ პასუხი მაგალითის, ნახატის, ჩანახატის სახით. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
-როგორ ჯობდა მოქცეულიყვნენ მეგობრები?
-რა შემთხვევაში დარჩებოდნენ უფრო მოგებულნი?
|
სწავლა მიგნებით
სოკრატული მეთოდი
|
ჯგუფური
|
წიგნი, ფურცელი, ფანქრები
ქვიშის საათი
|
10 წთ.
|
6
|
აქტივობა: პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: ნამუშევრების, თავიანთი ჯგუფის მიგნების გაცნობა თანატოლებისთვის.
აღწერა: მოსწავლეები დროის ამოწურვის შემდეგ შეწყვეტენ მუშაობას და მოემზადებიან პრეზენტაციისთვის
თუ ვერცერთი ჯგუფი ვერ გასცემს სწორ პასუხს მასწავლებელი თვალსაჩინოების გამოყენებით უჩვენებს ბავშვებს სწორ ვარიანტს.
-რომელი მათემატიკური მოქმედების შესრულება გახდა საჭირო?(გამრავლება.შეკრებითაც შესაძლებელი იყო გამოთვლა?როგორ?)
-მასწავლებელი სვამს კითხვებს:
-თქვენი აზრით,ტატომ დაემართად ბავშვებს ეს შეცდომა? (არ დაუკვირდნენ პირობას)
-მაშ,როგორი თვისებები აღმოაჩნდათ მათ?(უყურადღებონი, მოუთმენელნი,უნებისყოფონი,არამზრუნველნი)
-ასეთი თვისებებით,შეძლებ კარგ მეგობრობას?
-რომელი მეგობრობაა მისაბაძი ბავშვების,თუ იმ წიწილისა,რომელმაც წიწილას საკენკი დაუთმო?
-რომელი ანდაზა გაგახსენათ უყურადღებო ბავშვების საქციელმა? („ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“)
-რას ურჩევდით მეგობრებს?
-რატომ ქვია ნაწარმოებს უცნაური პირობა?
-როგორ ფიქრობთ,ავტორმა ტექსტს კარგად შეურჩია სათაური?
-თქვენ სხვაგვარად ხომ არ დაასათაურებდით?
|
ვერბალური მეთოდი
|
ჯგუფური
|
მოსწავლეთა ნამუშევრები
|
8 წთ.
|
7
|
აქტივობა: გაკვეთილის შეჯამება და შეფასება-
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეაჯამონ და შეაფასონ მიღებული ცოდნა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი შეკითხვებით და შეფასების პირამიდის გამოყენებით შეაჯამებს გაკვეთილს. ხდება მოსწავლეთა შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვი-როგორ მოგეწონათ გაკვეთილი?
-როგორი იყო გაკვეთილი იუმორისტული,ჭკუის სასწავლებებლი,თუ მოსაწყები?
-რაში გამოიყენებ მომავალში დღევანდელ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას?
|
კითხვა-პასუხის მეთოდი.
|
საერთო საკლასო
|
შეფასების რუბრიკა, შეფასების პირამიდა.
|
3წთ.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ყოველთვის
იცავენ ჯგუფური მუშაობის
წესებს
|
ზოგჯერ
იცავენ ჯგუფური მუშაობის
წესებს
|
იშვიათად იცავენ ჯგუფური მუშაობის
წესებს
|
ჯგუფმა დავალებას გაართვა თავი
| |||
ისმენს სხვა ჯგუფის პრეზენტაციას.
| |||
დაიცვეს დროის
ლიმიტი პრეზენტაციის დროს
|
შეფასება: განმავითარებელი
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხშირად
|
საჭიროებს დახმარებას
|
მოსწავლეს შეუძლია უცნობი ტექსტის გაგება- გააზრება
.
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია ახალი ტექსტის გაგება-გააზრება.
|
მოსწავლეს შეუძლია ახალი ტექსტის გაგება-გააზრება, თუმცა ხანდახან ბუნდოვანი რჩება რამოდენიმე საკითხი.
|
მოსწავლე ახალი ტექსტის გაგება- გააზრებისთვის საჭიროებს დახმარებას.
|
მოსწავლე ასაბუთებს თავის მოსაზრებას, იშველიებს არგუმეენტებს
|
მოსწავლე ნებისმიერ ვითარებაში ასაბუთებს თავის მოსაზრებას, იშველიებს არგუმეენტებს
|
მოსწავლე ასაბუთებს თავის მოსაზრებას, თუმცა ვერ ამყარებს არგუმენტებით
|
მოსწავლე საჭიროებს დახმარებას მსჯელობის დროს აზრი რომ ჩამოაყალიბოს.
ვერ ამყარებს ვერანაირი არგუმენტებით.
|
შეუძლია საგანთა ინტეგრაცია
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია ინფორმაციის აღდგენა და სხვა საგანში ნასწავლი მასალის სხვაგან გამოყენება
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია ინფორმაციის აღდგენა და სხვა საგანში ნასწავლი მასალის სხვაგან გამოყენება თუმცა საჭიროებს მინიშნებებს.
|
მოსწავლეს სჭირდება დახმარება, უჭირს დამოუკიდებლად მასალის დახარისხება და კონკრეტულ სიტუაციაში მორგება
|
დისციპლინა და ორგანიზებულობა.
|
სრულადაა ორგანიზებული და იცავს საგაკვეთილო წესებს.
|
მეტ-ნაკლებადაა ორგანიზებული.
|
არ არის ორგანიზებული და ხშირად არღვევს დისციპლინას
|
Comments
Post a Comment