შინაური ცხოველები.ქართული ენა.

ელექტრონული  სასწავლო რესურსის  რეფლექსია

მიმდინარე სასწავლო წელს უმცროსკლასელთა კითხვითი წიგნიერების განვითარების მიზნით შევქმენი  სასწავლო რესურსი სახელწოდებით -“შინაური ცხოველები“.  ისგ-თან შესაბამისობა: მიმართულება: კითხვა ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება. შედეგი თვალსაჩინოა,თუ: მოსწავლე:  განარჩევს თხრობასა და დიალოგს, მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;  ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);  ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);  აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშნების მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად) (მაგ., შინაური და გარეული ცხოველები, ხილი და ბოსტნეული, ზამთრის თემატიკის ამსახველი ლექსიკა, სხვ.);  თანამიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს წაკითხული ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსს;  პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს; ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:                   თავი II. საგანმანათლებლო რესურსები                  მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა   სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.                                  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწი ნებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტი ა თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და  სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს: თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კ ითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილებების მიღებისა და  პრობლემების მოგვარების უნა რი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.   უმცროსკლასელებში გააზრებულად, დამოუკიდებლად კითხვის ჩვევის განმტკიცებას საფუძ ვლად უდევს
კითხვით  დაინტერესება. ამისათვის მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის, ნაწარმოების სიუჟ ეტი იყოს საინტერესო, მოქმედება კი დინამიური,არამედ იგი ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი , მისაწვდომი უნდა იყოს, პატარას თვალსაწიერს უფართოებდეს, ასაკობრივ  ზრდასთან ერთად სულიერად ამაღლებდეს. ვფიქრობ, რომ ეს რესურსი შესაბამისობაშია  საგანმანათლებლო მიზნებთან,  ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნებს. რესურსი ორიგინალურია, უნიკალური, არის ჩემი შემოქმედებითი პროდუქტი და ამდენად, მას ანალოგი არ მოეპოვება, იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს  უმცროსკლასელ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევათა დაუფლებაში, მშობლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, შვილებს კითხვა შეაყვარონ,   ყველა მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია მოზარდთა კითხვითი წიგნიერების განვითარებით და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვით. რესურსი შესაბამისობაშია მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან, შინაარსობრივად გამართულია და იძლევა ე.ს. გ-ს გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას.

https://drive.google.com/file/d/1Zz9hxfo6olFC_2drx4irsKavVZ68XVHK/view?usp=sharing


Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში