სასწავლო რესურსი-"ვისწავლოთ გაორმაგება"
ელექტრონული სასწავლო რესურსის რეფლექსია
მიმდინარე სასწავლო წელს უმცროსკლასელებში(მე-2 კლ.) მათემატიკური უნარების განვითარების მიზნით შევქმენი სასწავლო რესურსი სახელწოდებით „ვისწავლოთ რიცხვთა გაორმაგება“.
მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იმავე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
Ø აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად, განმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);
Ø დაადგენს, არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში (მაგალითად, საგანთა დაწყვილებით);
Ø ირჩევს ხერხს (მაგალითად, უკუთვლა ან გამოკლება) და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას.
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით (ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის ასეთი თავი – საგანმანათლებლო რესურსები. ამონაწერი ეროვნული სასწავლო გეგმიდან: თავი II. საგანმანათლებლო რესურსები, მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა 1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის).
სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი.
ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსი მოსწავლეებს მისცემს მათემატიკის გაკვეთილზე მასალაში ჩაღრმავების საშუალებას. კერძოდ, მათ საშუალება მიეცემათ რესურსის მრავალჯერადი განმეორების საშუალებით უკეთ გაიაზრონ რიცხვთა გაორმაგების პრინციპი. ეს ყოველივე კი მეტად სასარგებლო იქნება სწავლების ნელი ტემპის მქონე მოსწავლეებისათვის. მათ საკუთარ კომპიუტერებში ჩავუტვირთავ მოცემულ ელ.რესურსს და მოსწავლეები შინ ელექტრონული მასალის მრავალჯერადი გაცნობით განიმტკიცებენ ცოდნას ამ კონკრეტული თემის ირგვლივ.
მოცემული ელექტრონული სასწავლო რესურსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
Comments
Post a Comment