"აბაკი"-სასწავლო რესურსი

აბაკი
ინსტრუქცია: აბაკი  საანგარიშო  „დაფაა“. მასზე ათეულებად გამოყოფილია  ჩაღრმავებული წრეების  
10 სვეტი. ..აბაკზე სულ  10 ათეული ,ანუ 100 წრეა. წრეების ყოველ სვეტში აბაკის ფენებს შორის
მოთავსებულია მოძრავიენები“. მათი ამოძრავებით- გამოწევით და შეწევით  წრეებიიხსნებადა
იკეტება“.
რეფლექსია:
აბაკი განკუთვნილია I-IV კლასის მოსწავლეთათვის .
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და
რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და
  • პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
  • ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას მათი  დაწყვილებით;
  • კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
  • გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში
  • (მაგალითად, გამოყოფს სამეულს, ხუთეულს, ათეულს გროვაში).


მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრითი რიცხვითი სახელების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, განმარტავს 11-დან 20-მდე რიცხვების სახელდებას;
  • ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს;
  • საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული საგნის რიგს; მოცემული
  • თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიციებზე განათავსებს საგნებს;
  • იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს მოვლენათა ან ქმედებათა თანმიმდევრობის აღწერისას;
  • ადეკვატურად იყენებს ნულს და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს შესაბამის სიტუაციებში;
  • განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20-ის
  • ფარგლებში.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის
დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა და შედეგის ცნებებს სხვადასხვა
  • კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ",  "მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება –
  • შემცირება, განცალკევება, განსხვავება);
  • ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას
  • (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის
  • დამოკიდებულებებს;
  • ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-
  • გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას  მოდელის
  • გამოყენებით;
  • მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო
  • დამატებით რაოდენობას; ზეპირად ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს
  • გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.


მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის
დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების
  • ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა,
  • შემცირდა?");
  • ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად, თანრიგების დაჯგუფება,
  • მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის
  • დემონსტრირებას;
  • განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
  • ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის
  • დემონსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).


მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების
აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
  • აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით
  • (მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ);
  • გასცემს და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითითებებს.


მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-
გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით  დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის
  • მოქმედების დემონსტრირებას - გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფით;
  • აკავშირებს გამრავლება-გაყოფას ერთმანეთთან, როგორც ურთიერთშებრუნებულ მოქმედებებს და
  • ახდენს ამის დემონსტრირებას მოდელზე;
  • ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში (მაგალითად, ერთნიშნა რიცხვების
  • გამრავლება; ერთ და ორნიშნა რიცხვების 10-ზე  გამრავლება);
  • მოცემული განაყოფითა და გასაყოფის მიხედვით უცნობი გამყოფის განსაზღვრისათვის ირჩევს
  • რომელიმე ხერხს ან მოდელს; ანალოგიურად, მოცემული ნამრავლითა და თანამამრავლით
  • განსაზღვრავს მეორე თანამამრავლს; განმარტავს გამოყენებულ ხერხს (1000-ის ფარგლებში).


მათ. IV.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური
სისტემის გამოყენებით.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • კითხულობს რიცხვებს, სხვადასხვა მოდელის გამოყენებით გამოსახავს რიცხვებს და ახდენს
  • პოზიციური სისტემის დემონსტრირებას (მაგალითად, სტრუქტურირებული საგანთა ერთობლიობა,
  • რიცხვით სხივზე);
  • ასახელებს რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში მდგომი ციფრების  შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოად-
  • გენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით;
  • იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას, ალაგებს მოცემულ  ოთხ/ხუთ რიცხვს
  • ზრდით ან კლებით;
  • ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს, აგრეთვე უახლოეს ათეულს, ასეულს,
  • ათასეულს; ნებისმიერი ოთხნიშნა, ხუთნიშნა  რიცხვიდან ითვლის თანრიგების შესაბამისი ბიჯით
  • წინ/უკან.


I კლასში გამოიყენება მცირე ზომის აბაკი.მასზე მხოლოდ ორი სვეტია.ანუ 2 ათეული წრეა... 20
ცალი წრე. მოსწავლეებს ეჩვენებათ ,რომ აბაკით თამაშობენ . სინამდვილეში კი, ექმნებათ კონკრე
ტული წარმოდგენა , უვითარდებათ რიცხვთა შედგენილობის დასწავლის უნარი .
აბაკის დახმარებით იწყება ვარჯიში 5-ის შედგენილობის დაუფლებაზე: „გახსენი 2 წრე, ახლა
კიდევ 3. რამდენი წრე გაიხსნა  სულ?“
მოსწავლეები აბაკის დახმარებით ეუფლებიან ასევე :თვლას, ანგარიშს, გამოაქვთ ლოგიკური დასკვნები
მაგ: „მარჯვენა სვეტში იმდენი წრეა,რამდენიც მარცხენაში და ზედმეტია 1-ით/აკლია ერთი“; ხდება
ფორმირება პირველი მათემატიკური ცნებებისა:
ცნება- „იმდენივე“ : მაჩვენე 3 წითელი წრე , იმდენივე მწვანე წრე ...“ უსინათლო მოსწავლის
შემთხვევაში : „მაჩვენე 3 წრე პირველ სვეტში, იმდენივე წრე მე-2 სვეტში“.
ცნებები-„მეტი“, „ნაკლები“, გაცნობა შეიძლება შემდეგი პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით:
მარცხენა სვეტში გავხსნათ 3 წრე, მარჯვენაში კი 4 წრე. რომელ სვეტშია მეტი წრე მარჯვენაში თუ
მარცხენაში (აქაც მხარეთა ტერმინების ნაცვლად შესაძლოა გამოვიყენოთ ფერების სახელწოდებანი. )
? აბაკისენისდახმარებით თანდათან ვხურავთ ერთ მარცხენა წრეს , შემდეგ ერთ მარჯვენა წრეს
და .. დარჩება ერთი ზედმეტი წრე. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა:
მარჯვენა სვეტში მეტია წრეების რაოდენობა,ან მარცხენა სვეტში ნაკლებია წრეების რაოდენობა.აქვე
ხდება ცნებების
მარჯვენა“, „მარცხენაგანმტკიცება.
ცნებები:   „-ით მეტი“, „-ით ნაკლები“ :
ერთი მოსწავლე გახსნის 5 წრეს, მეორე მასზე 2-ით მეტს , მესამე კი მის წინა გამომსვლელზე 3-ით ნაკლებს,
მეოთხე იმდენივეს, რამდენიც გახსნა მეორემ და .. მოსწავლეები თავად აფასებენ თანაკლასელის მიერ
შესრულებულ სამუშაოს.
პირველი ათეულის შესწავლის მთელ პერიოდში მოსწავლეები ყოველ დღე გამოიყენებენ აბაკს.
ვარჯიშობენ  აბაკზე რიცხვი 10-ის  შედგენაზე .
მნიშვნელოვანია აბაკის გამოყენება მეორე ათეულზე გადასვლისას. თვალსაჩინოდ მოხდება
ცნებების
ათეულისადაერთეულისგაგება/გააზრება.

მომდევნო კლასებში აბაკი მოსწავლეებს აძლევს ძალზე ნათელ წარმოდგენას თანრიგებზე . აქ
გამოვიყენებთ 100 წრისაგან შემდგარ აბაკს.აბაკის უკიდურეს მარჯვენა სვეტს პირობითად დაერქმე-
ვა ერთეულების სვეტი, მის მარცხნივ მდებარეს-ათეულების, შემდეგს-ასეულების და .. ამ მეთო-
დით მოსწავლეები შეადგენენ სამნიშნა, ოთხნიშნა...რიცხვებს, რაც მათ დაეხმარება რიცხვების
შედგებილობის უკეთ დასწავლასა და რიცხვების სათანრიგო ერთეულებად წარმოსახვასა და
გამოსახვაში.

Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში