სასწავლო რესურსი-"ჩემი პირველი ანდაზების კრებული"- უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის
კრებული:
„ჩემი პირველი ანდაზები“.
ინსტრუქცია:
მცირე ფორმატის( ზომით:15X11 ) ანდაზების კრებული აკინძულია ზამბარით თეთრი ფერისსქელი ქაღალდებისა და ე.წ. ლამინირების „ფურცლების“ მონაცვლეობით: ჯერ ლამინირების
“ფურცელი”, შემდეგ- ჩვეულებრივი ქაღალდი და ა.შ. მათ ყოველ წყვილზე ერთმანეთის იდენტური შინაარსის ტექსტია.
ლამინირების ფურცლებზე ანდაზები წარმოდგენილია ბრაილის
რელიეფური შრიფტის გამოყენებით.ხოლო, ჩვეულებრივ
ფურცლებზე დატანილია მსხვილი კონტურის ბრტყელი
შრიფტი სხვადასხვა ფერის ფლომასტრით შესრულებული.
კრებულში ანდაზები
დალაგებულია ანბანის მიხედვით.
რეფლექსია:
ანდაზების „წიგნი“ განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის.
კრებულში
გამოყენებული გადიდებული ზომისა და
ფურცელთან მიმართებაში კონტრასტული შრიფტი,
ვიზუალურად ადვილად აღსაქმელია მცირემხედველ მოსწავლეთათვის.
უსინათლო მოსწავლეებისათვის ტექსტი
ტაქტილურად კარგად აღსაქმელია ლამინირების
“ფურცლის” მყარი მასალიდან გამომდინარე, რაც განაპირობებს კრებულის მრავალჯერად გამოყენებასაც, რადგან პლასტიკატის
ფურცელზე დატანილი ბრაილის რელიეფური შრიფტი
პრაქტიკულად არასოდეს დაიტკეპნება.
ანდაზების კრებული წარმოადგენს დამატებით საკითხავ მასალას, რაც მოსწავლეებში ხელს
უწყობს კითხვის ტექნიკის დაუფლებას, ქართული
ანდაზების დასწავლასა და კითხვის მოტივაციის ამაღლებას. კრებულის გამოყენება
შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს.
კრებულის მცირე
ზომის გამო მისი ტრანსპორტირებაც ძალზე მოსახერხებელია . მისი ჯიბეში ჩადებაც კია შესაძლებელი
და მოსწავლეს შეუძლია სულ თან ატაროს.


Comments
Post a Comment