კედლის ანბანი-სასწავლო რესურსი უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთათვის

კედლის ანბანი.


ინსტრუქცია: პლაკატზე ბრაილის შრიფტით დატანილია  ორიგინალური ანბანი ,  ციფრები,  სასვენი
ნიშნები და მათემატიკური მოქმედების ნიშნები . ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ბრაილის
სტანდარტული ზომის წერტილებს ცვლის მოზრდილი ზომის რელიეფური წრეები. მცირემხედველთათვის
 დაცულია კონტრასტიც: ნარინჯისფერ პლაკატზე დაკრულია შავი ფერის წრეები/წერტილები. პლაკატზე
ბრაილის შრიფტით დაწერილი სიმბოლოს პარალელურად გამოყენებულია ჩვეულებრივი ასოები.
კედლის ანბანი განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის.


ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ
მოსწავლე:
  • თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
  • დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენი-
  • ლ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
  • ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
  • სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადა-
  • დებების);
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან;
  • პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.


რეფლექსია: კედლის ანბანი წარმოადგენს დამხმარე საშუალებას უსინათლო და მცირემხედველი მოსწავ-
ლეებისათვის I-II კლასში ასო-ბგერების, ციფრების, მათემატიკური სიმბოლოებისა და სასვენი ნიშნების
შესასწავლად. ბრაილის გადიდებული ზომის შრიფტზე შეხების შედეგად მოსწავლეებს ექმნებათ ნათელი
და უტყუარი წარმოდგენა ასოს ხატზე . ასეთი ზომით წარმოდგენილი სიმბოლოები ტაქტილურად უკეთ
აღსაქმელია. დიდი ზომის სიმბოლოები მცირემხედველ მოსწავლეებს აძლებს საშუალებას დააკვირდნენ
მათ ვიზუალურადაც. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლების ეფექტის
დონის გაზრდას.
საწყის ეტაპზე  კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის
უნარის გამომუშავება (გაშიფვრა, იგივე დეკოდირება - სიტყვის გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერ-
ტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვად გამთლიანება,
აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება). ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითა-
რონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევები, თუმცა მუშაობა იმავდროულად უნდა წარიმართოს წაკითხულის გაგება-
გააზრების უნარის განვითარების მიმართულებითაც - მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ.
სწორედ ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას, შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და
დანიშნულების ტექსტებიდან.
კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწი-
ლეობას კითხვის პროცესის სამივე ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ. კითხვის
ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები,
გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული.


წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე - რაც უფრო მდიდა-
რია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური
მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების საწყის ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს.
ზეპირი და ბეჭდური ვერბალური ტექსტების გარდა, მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მულტიმედიური
ტექსტების კითხვა-გაგების მიმართულებითაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ზოგადი წიგნიერების
უნარ-ჩვევების განვითარებას.
ამ  სასწავლო რესურსის -“კედლის ანბანის“- შექმნით მიზნად დავისახე ის ,რომ  მოსწავლეებს ჩამოყალიბებო-
დათ პოზიტიური დამოკიდებულება კითხვისა და, ზოგადად, სწავლის მიმართ, განვითარებოდათ
მეტაკოგნიტური უნარები საწყის დონეზე (საკუთარ სწავლის პროცესზე დაკვირვება, დამოუკიდებლად
მუშაობა, სასწავლო საქმიანობის ორგანიზება და სხვ.).

Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში