სტუდენტ-პრაქტიკანტის კონსულტირება
სსიპ ქ. თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს
ქ-ნ თამარ ხვედელიძეს
ქ-ნ თამარ ხვედელიძეს
ამავე სკოლის უფროსი მასწავლებლის
თამარ ნიკოლაძის
სტუდენტ-პრაქტიკანტის კონსულტირების
ა ნ გ ა რ ი შ ი
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სპეციალური განათლების პედაგოგიური ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში სსიპ ქ.თბილისის №202 სკოლაში 25.03. 2019- დან 25.05.2019-მდე სტუდენტ-პრაქტიკანტი ნინო ხიმშიაშვილი მომამაგრეს პედაგოგიური პრაქტიკის გასავლელად.
გაცნობითი შეხვედრის შემდეგ შევიმუშავეთ სამუშაო შეხვედრების განრიგი (19.04.19, 24.04.19, 8.05.19, 17.05.19, 20.05.19, 23.05.19).
სტუდენთ-პრაქტიკანტი ნინო ხიმშიაშვილი აქტიურად ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში:
- სტუდენტი ესწრებოდა გაკვეთილებს სწავლების დაწყებით საფეხურზე.
- იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაკვეთილების დაგეგმვაში;
- ჩაატარა 5 გაკვეთილი ;
- აწარმოებდა პედაგოგიური პრაქტიკის დღიურს;
- შეისწავლა ბრაილით წერისა და კითხვის ტექნიკები;
- შეისწავლა ბრაილის შრიფტი;
- გაეცნო უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლა-სწავლებაში ხელშემწყობ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებსა და ტექნიკურ საშუალებებს: CCTV მონიტორს, პორტატულ პლანშეტს, ბრაილერს,სწრაფჩამწერს.
სტუდენტთან მოვაწყვე 6 შეხვედრა. შეხვედრებზე დავგეგმეთ ჩასატარებელი გაკვეთილები; განვიხილეთ სახელმძღვანელო „ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება “ (ავტორები: თათია პაჭკორია,ანა ლაღიძე,გიორგი დემეტრაშვილ;ი,ანა მიქიაშვილი,გურანდა ჯამათაშვილი. გამომცემელი- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და ვიმსჯელეთ, მის სასკოლო ცხოვრებაში ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე. სტუდენტ-პრაქტიკანტს გავაცანი კლასისა და სკოლის მართვის პრინციპები. ნინო ხიმშიაშვილი შეხვდა სსსმ მოსწავლეთა კოორდინატორს, რამაც ხელი შეუწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირებთან მუშაობის სწორად წარმართვას. ასევე შეხვედრებზე განვიხილეთ სხვადასხვა დოკუმენტი: ეროვნული სასწავლო გეგმა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი.
განვიხილეთ ყოველი ჩატარებული გაკვეთილი და დავწერე რეფლექსიები,რომლებშიც ჩანს სტუდენტის ეტაპობრივი პროგრესი. თითოეული გაკვეთილი შევაფასე 10 ქულიანი სისტემით.
სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობისას სტუდენტმა გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რომელმაც საშუალება მისცა შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად შეესრულებინა სხვადასხვა აქტივობა (ვერბალური მეთოდი, დემონსტრირების მეთოდი). მან დაამტკიცა და განახორციელა საკუთარი კომპეტენციები, რომლებიც განუვითარდა სწავლის შედეგად ( ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, დასკვნის გაკეთების უნარი,კომუნიკაციის უნარი, სწავლის უნარი, ღირებულებები).
პრაქტიკის პროცესში სტუდენტ-პრაქტიკანტმა აიმაღლა და განამტკიცა პროფესიული უნარები, შეისწავლა გაკვეთილის დამოუკიდებლად დაგეგმვა-წარმართვა, გაეცნო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მოთხოვნებს,გამოიჩინა გულისხმიერება, მაღალი მოტივაცია, რაც მომავალში მისი პროფესიულ საქმიანობაში წინსვლის საფუძველი იქნება.
სტუდენტ-პრაქტიკანტის სკოლაში მუშაობას ვაფასებ დადებითად.
- შეხვედრების განრიგი იხ.დანართი №1-ის სახით.
- შეხვედრების რეფლექსია: იხ. დანართები:.№2.№3.№4.№5.№6.
- სტუდენტის პროგრესის მაჩვენებელი რეფლექსიები იხ.დანართის სახით:
№ 8,№9,№10,№11,№12.
დანართი 1
სამუშაო შეხვედრების განრიგი:
გაცნობითი შეხვედრა შედგა 25.03.2019.
1-ლი სამუშაო შეხვედრა 19.04.2019
შეხვედრის მიზანი:
- მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების თავისებურებების გაცნობა;
- გაკვეთილის დაგეგმვა დაწყებით საფეხურზე. გაკვეთილის გეგმის ნიმუშის განხილვა;
- სასკოლო დოკუმენტაციის წარმოების წესების გაცნობა.
მე-2 სამუშაო შეხვედრა 24.04.2019
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა ქართულ ენაში . მე-2 კლასი.
გაკვეთილის თემა:“ ყაყაჩოს კაბიანი ჭიამაია“ ავტ. თ. ადამია
- სსსმ მოსწავლეთა კოორდინატორთან შეხვედრა.
- ბრაილის რელიეფური შრიფტისა და ამ შრიფტის გამოყენებით წერისა და კითხვის ტექნიკების გაცნობა. მხედველობის დარვევის მქონე მოსწავლეთათვის წერა-კითხვის დამხმარე საშუალებების გაცნობა.
მე-3 სამუშაო შეხვედრა 8.05.2019
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა ქართულ ენაში .მე-2 კლასი
გაკვეთილის თემა: „საჩუქარი“ .ავტორი გ.ნინიძე;
- „ ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაცნობა/განხილვა;
- მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის მორგერბული სასწავლო რესურსების გაცნობა.
მე-4 სამუშაო შეხვედრა 17.05.2019
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა მათემატიკაში
გაკვეთილის თემა: „ ათეულების დამატება და გამოკლება“. თავი VII. რიცხვები 60-დან 80-მდე.
- ესგ-სა და პროფესიული სტანდარტის გაცნობა.
მე-5 სამუშაო შეხვედრა 20.05.2019
- შეხვედრის მიზანი:გაკვეთილის დაგეგმვა მათემატიკაში.
გაკვეთილის თემა: :“ერთნიშნა რიცხვების გამოკლება“. თავი VII .100-მდე რიცხვები და მათზე მოქმედებები.
- მოსწავლის შეფასების სისტემა.
მე-6 სამუშაო შეხვედრა 23.05.2019.
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა ბუნებისმეტყველებაში.
გაკვეთილის თემა :”დავიცვათ გარემო“
- მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსის გაცნობა.
დანართი №2
( გაცნობითი) შეხვედრა№1
ა/წ 25 მარტს შედგა გაცნობითი შეხვედრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაწილე ნინო ხიმშიაშვილთან, სამუშაო გარემოსთან ადაპტაციისა და პრაქტიკულად ჩართვის მიზნით.
შეხვედრაზე განვიხილეთ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პედაგოგიური ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ( პედაგოგიური პრაქტიკის დღიური, სილაბუსი) , ნინოს გავაცანი ჩემი გაკვეთილების განრიგი, ვაჩვენე გაკვეთილის გეგმები,დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრების თარიღები, ვისაუბრეთ მასწავლებლის პროფესიის თავისებურებებზე, ნინოს დავათვალიერებინე ჩემი ბლოგი.
სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის მიზნით ნინოს გავაცანი ჩემი სადამრიგებლო კლასი (მე-2 კლ.).
პირველი შეხვედრა უშუალოდ და ხალისიანად წარიმართა.
დანართი №3
მე-2 სამუშაო შეხვედრა სტუდენტ ნინო ხიმშიაშვილთან შედგა №19.04.2019 .
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა ქართულ ენაში . მე-2 კლასი.
გაკვეთილის თემა:“ ყაყაჩოს კაბიანი ჭიამაია“ ავტ. თ. ადამია
- სსსმ მოსწავლეთა კოორდინატორთან შეხვედრა.
- ბრაილის რელიეფური შრიფტისა და ამ შრიფტის გამოყენებით წერისა და კითხვის ტექნიკების გაცნობა. მხედველობის დარვევის მქონე მოსწავლეთათვის წერა-კითხვის დამხმარე საშუალებების გაცნობა.
შეხვედრისას სტუდენტს ვესაუბრე მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის დამახსიათებელ ფსიქოლოგიურ , ასევე სწავლა -სწავლებასთნ დაკავშირებულ თავისებურებებზე; გავაცანი ბრაილის რელიეფური შრიფტი ; გავაცანი ბრაილით წერისა და კითხვის ტექნიკებს; გავაცანი ბრაილერი, სწრაფჩამწერი, ბრტყელი შრიფტის გამადიდებელი პორტატული პლანშეტი, რომელზეც შრიფტის ზომის გარდა ,შესაძლებელია ეკრანის ფონის რეგულირება, ნაწერზე ფოტოს გადაღება და ამ ტექსტის ეკრანზე თითის მოძრაობით კითხვა,რაც მოსწავლეს თავიდან აცილებს სტრიქონის დაკარგვას. სტუდენტს ხელი მიეცა საშუალება მიწოდებული თეორიული მასალის პრაქტიკულად განხორციელება. ნინო ხიმშიაშვილი უზრუნველვყავი: ბრაილის ანბანის პლაკატი, ბრაილის წერისათვის განკუთვნილი დაფით, ფანქრითა და ბრაილის ფურცლებით , რათა შეძლებოდა წერისა და კითხვის ათვისება მრავალჯერადი პრაქტიკული მუშაობით.
ნინო ხიმშიაშვილს გავაცანი გაკვეთილის გეგმის ნიმუში, როგორც სტანდარტული,ასევე მოდიფიცირებული.
სტუდენტს საშუალება მივეცი თავად დაეგეგმა გაკვეთილი ნიმუშის მიხედვით. ამის შემდეგ ერთობლივად ვიმსჯელეთ და კორექტივები შევიტანეთ შემუშავებულ გეგმაში. დავხვეწეთ ის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად. გავშალეთ და დროში გავწერეთ შესასრულებელი აქტივობები. ვიმსჯელეთ რა ტიპის მუშაობა(ჯგუფური, წყვილებში, ინდივიდუალური), იქნებოდა ყველაზე მისაღები და სახალისო მოსწავლეებისათვის. რა დაგვეხმარებოდა მიზნის მიღწევაში.
ამის შემდეგ ნინოს გავაცანი საკლასო ჟურნალის, როგორც დოკუმენტის წარმოების წესი.
დანართი №4
შეხვედრა №3 სტუდენტ ნინო ხიმშიაშვილთან შედგა 24 აპრილს
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა ქართულ ენაში .მე-2 კლასი
გაკვეთილის თემა: „საჩუქარი“ .ავტორი გ.ნინიძე;
- „ ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაცნობა/განხილვა;
- მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის მორგებული სასწავლო რესურსების გაცნობა.
შეხვედრისას ერთობლივად დავგეგმეთ მე-2 კლასში ჩასატარებელი გაკვეთილი. გავითვალისწინეთ წინა გაკვეთილზე არსებული ხარვეზები. კერძოდ, დროის ლიმიტის დაცვა და ასევე შევიმუშავეთ ინდივიდუალური დავალება კლასში არსებული სსსმ მოსწავლისათვის.
შეხვედრაზე ნინოს ვესაუბრე სსსმ მოსწავლეთა თვისებურებების შესახებ და ავუხსენი მას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მოსწავლეების ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ვისაუბრე ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სწავლაში სირთულის დასაძლევად სსსმ მოსწავლეებისათის აუცილებელია ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან სასწავლო გარემოსთნ ადაპტაცია ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. მრავალფერონანი სასწავლო რესურსები კი, მოსწავლეთა წარმატების ერთგვარი გარანტიაა. ნინო გაეცნო ჩემს მიერ შექმნილ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორც პლაკებისა და ბარათების სახით,ასევე ელექტრონული სახით შექმნილს .
სტუდენტი დააინტერესა მოწოდებულმა ინფორმაციამ .მან დასვა დამაზუსტებელი კითხვები და შეეცადა უფრო სიღრმისეულად გაცნობოდა ამ თემას,რადგან სსსმ პირების ინტეგრირება საზოგადოებაში ძალიან აქტუალურია და მიიჩნია რომ ამას საფუძველი ეყრება სწორედ სკოლის პერიოდში. თავიდანვე სწორად გატარებული ზომები ეხმარება არა მხოლოდ სსსმ პირებს, არამედ მათ გარშემო საზოგადოების წევრებსაც, რომ მათ მართებული დამოკიდებულება ქონდეთ ერთმანეთის მიმართ.
დანართი №5
შეხვედრა№4 შეხვედრა სტუდენტ ნინო ხიმშიაშვილთან შედგა 17.05.2019.
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა მათემატიკაში
გაკვეთილის თემა: „ ათეულების დამატება და გამოკლება“. თავი VII. რიცხვები 60-დან 80-მდე.
- ესგ-სა და პროფესიული სტანდარტის გაცნობა.
სტუდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და თემასთნ დაკავშირებით შექმნა საინტერესო სასწავლო რესურსი, რამაც უფრო გაახალისა მოსწავლეები და უზრუნველყო მათი აქტიური ჩართულობა გაკვეთილში.
გაკვეთილის გეგმის შემუშავების შემდეგ ვისაუბრეთ მასწავლებლისათვის ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ესგ და პროფესიული სტანდარტის შესახებ. გამოვყავით ცალკეული თემები. დაწვრილებით გავეცანით ეროვნული სასწავლო გაგმის შესავალ ნაწილს. ასევე ვიმსჯელეთ სტანდარტში გაწერილი თითოეული კატეგორიისათვის აუცილებელი შესასრულებელი პირობების შესახებ, რომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საფუძვლად უდევს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიულ განვითარების ერთიან სისტემას.
ვთვლი, რომ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
დანართი №6
შეხვედრა № 5 შეხვედრა სტუდენტ ნინო ხიმშიაშვილთან შედგა 20.05.2019.
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა მათემატიკაში.
გაკვეთილის თემა: :“ერთნიშნა რიცხვების გამოკლება“. თავი VII .100-მდე რიცხვები და მათზე მოქმედებები.
- მოსწავლის შეფასების სისტემა.
შეხვედრაზე დავგეგმეთ მე-2 კლასში მათემატიკის საგანში ჩასატარებელი გაკვეთილი.ყურადღება გავამახვილეთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მოსწავლემ ამ საფეხურზე უნდა შეძლოს თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულებით „გადახტომა“- მათ.II. 2.1 და მათ. II. 2.2. ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება გაუჭირდეთ მოსწავლეებს ამ შემთხვევაში. დავასკვენით,რომ საჭირო იყო, სასწავლო რესურსის მომარაგება დაგეგმილი აქტივობების უკეთ გასააზრებლად.
განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შემუშავება. რა ტიპის მუშაობის შეფასების რუბრიკებია საჭირო გაკვეთილის გეგმიდან გამომდინარე. და რა გავლენას ახდენს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის ცოდნა მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
შეხვედრა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოვიდა.
დანართი №7
შეხვედრა № 6 სტუდენთ ნინო ხიმშიაშვილთან შედგა 23.05.2019.
შეხვედრის მიზანი:
- გაკვეთილის დაგეგმვა ბუნებისმეტყველებაში.
გაკვეთილის თემა :”დავიცვათ გარემო“
- მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსის გაცნობა.
შეხვედრაზე სტუდენტმა გაითვალისწინა წინა დაგეგმვებისას მიღებული გამოცდილება და დამოუკიდებლად დაგეგმა ჩასატარებელი გაკვეთილი, რასაც წარმატებით გაართვა თავი.
ამის შემდეგ ერთად განვიხილეთ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი და მოსწავლის ეთიკის კოდექსი.
შევთანხმდით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კოდექსის პუნქტების დაცვა თავიდან აგვარიდებს კონფლიქურ სიტუაციას, როგორც საკლასო, ასევე სასკოლო გარემოში, რომ ეთიკის კოდექსის დაცვა აუცილებელი პირობაა სწორი კომუნიკაციის წარმართისათვის.
შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა.
დანართი №8
რეფლექსია 1
- 2019 წლის 24 აპრილს მაძიებელმა ნინო ხიმშიაშვილმა ჩაატარა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილი ქართულ ენაში. მე-2 კლასი.
გაკვეთილის თემა: „საჩუქარი“ .ავტორი გ.ნინიძე;
გაკვეთილის მიზანი იყო მაძიებელს თეორიული ცოდნა წარმოეჩინა პრაქტიკულ საქმიანობაში.
გაკვეთილი დაგეგმილი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით.
მაძიებელმა ნაწილობრივ გამოიყენა მიღებული თორიული ცოდნა. სასწავლო და დამხმარე რესურსები სწორად იყო შერჩეული და მათი გამოყენება მოხდა მიზანმიმართულად. მაძიებელმა შეძლო მოსწავლეთა დაინტერესება და გაკვეთილში მათი ჩართვა, რაც განპირობებული იყო სწავლის სტრატეგიების სწორად გამოყენებით.
გაკვეთილის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მაძიებელს გაუჭირდა საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება და ასევე შეფასების სისტემის მართებულად და მიზანმიმართულად გამოყენება. ეს ნაკლოვანება აღმოფხვრადია და დამატებითი კონსულტაციებისა და შეფასების სისტემის დაწვრილებით გაცნობის შემდეგ მაძიებელი შეძლებს დაძლიოს ეს სირთულეები.
ჩატარებული გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმი:
1. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება სულ- 3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-2 ქულა;
· სტუდენტი ზედაპირულად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-1 ქულა;
· სტუდენტი ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-0 ქულა.
2. სასწავლო და დამხმარე რესურსების სწორად შერჩევა/მომზადება - 1 ქულა;
3. სასწავლო და დამხმარე რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
4. გაკვეთილზე მოსწავლეთა დისციპლინის, დაინტერესებისა და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა - 1 ქულა;
5. სწავლების სტრატეგიების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
6. საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება - 1 ქულა;
7. შეფასების სისტემის სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
სულ სტუდენტმა დააგროვა 6 ქულა
დანართი №9
რეფლექსია 2
24.04 მაძიებელმა ჩაატარა გაკვეთილი ქართულ ენაში.
გაკვეთილის თემა იყო . გ.ნინიძის „საჩუქარი“.
მაძიებელი შეეცადა შესწავლილი სტრატეგიების გამოყენებას გაკვეთილზე მისთვის შერჩეული აქტივობებით.
გაკვეთილი დაგეგმილი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად.
სტუდენტმა პრაქტიკაში სრულყოფილად გამოიყენა თეორიული ცოდნა, სწორად იქნა შერჩეული და გამოყენებული სასწავლო რესურსები. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში, მათ მიეცათ საშუალება დაემზადებინათ მისალოცი ბარათები, რამაც ხალისი შემატა გაკვეთილს. ამჯერად სტუდენტმა გაითვალისწინა წინა გაკვეთილის სუსტი მხარე და გაკვეთილი დაასრულა განსაზღვრულ დროში.
ჯერ კიდევ საჭიროა შეფასების სისტემის სწორად და მიზანმიმართულად გამოყენების დახვეწა და მოსწავლეთა აქტივობებზე მისი სწორად მორგება.
ჩატარებული გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმი:
1. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება სულ- 3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-2 ქულა;
· სტუდენტი ზედაპირულად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-1 ქულა;
· სტუდენტი ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-0 ქულა.
2. სასწავლო და დამხმარე რესურსების სწორად შერჩევა/მომზადება - 1 ქულა;
3. სასწავლო და დამხმარე რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
4. გაკვეთილზე მოსწავლეთა დისციპლინის, დაინტერესებისა და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა - 1 ქულა;
5. სწავლების სტრატეგიების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
6. საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება - 1 ქულა;
7. შეფასების სისტემის სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
სულ სტუდენტმა დააგროვა 7 ქულა
დანართი №10
რეფლექსია 3
ა/წ 17 მაისს სტუდენტმა ნინო ხიმშიაშვილმა ჩაატარა მათემატიკაში გაკვეთილი თემით: ერთნიშნა რიცხვების გამოკლება 80-ის ფარგალში.
მაძიებელმა წარმატებით გაართვა თავი გაკვეთილის ჩატარებას. გაკვეთილი დაგეგმილი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით. სტუდენტმა სრულყოფილად გამოიყენა თეორიული ცოდნა.სასწავლო/დამხმარე რესურსები სწორად იყო შერჩეული მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი გაკვეთილში . სტუდენტმა გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე სწორად შეარჩია შეფასების რუბრიკები. აქედან გამომდინარე, მაძიებლის მიერ დაძლეულ იქნა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი . შეფასების სისტემის სწორად გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
ჩატარებული გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმი:
1. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება სულ- 3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-2 ქულა;
· სტუდენტი ზედაპირულად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-1 ქულა;
· სტუდენტი ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-0 ქულა.
2. სასწავლო და დამხმარე რესურსების სწორად შერჩევა/მომზადება - 1 ქულა;
3. სასწავლო და დამხმარე რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
4. გაკვეთილზე მოსწავლეთა დისციპლინის, დაინტერესებისა და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა - 1 ქულა;
5. სწავლების სტრატეგიების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
6. საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება - 1 ქულა;
7. შეფასების სისტემის სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
სტუდენტმა დააგროვა 8 ქულა
დანართი №11
რეფლექსია 4
2019 წლის 20 მაისს სტუდენტმა ნინო ხიმშიაშვილმა ჩაატარა გაკვეთილი
მათემატიკაში თემით::“ერთნიშნა რიცხვების გამოკლება“. თავი VII .100-მდე რიცხვები და მათზე მოქმედებები.
გაკვეთილი დაგეგმილი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით. სტუდენტმა მოახდინა პედაგოგიური და მეთოდური ცოდნის პრაქტიკული დემონსტრირება. მაძიებელმა გამოიყენა დაგეგმილი შეხვედრების დროს განხილული მეთოდები, კერძოდ, კონსტრუქტივიზმი და დაეხმარა მოსწავლეებს დაეძლიათ ის სირთულეები,რომლებიც ახლავს თან 100-ის ფარგალში რიცხვებზე მოქმედებების შესრულებას.
ასევე , სტუდენტმა მოსწავლეთა ჩართულობა უზრუნველყო თავისი ხელით შექმნილი სასწავლო რესურსით , რითაც ხელი შეუწყო გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხის გაზრდას. მოსწავლეები თამამად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით.
ვთვლი, რომ მაძიებელმა მიაღწია გაკვეთილის გეგმაში დასახულ მიზანს.
ჩატარებული გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმი:
1. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება სულ- 3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-2 ქულა;
· სტუდენტი ზედაპირულად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-1 ქულა;
· სტუდენტი ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-0 ქულა.
2. სასწავლო და დამხმარე რესურსების სწორად შერჩევა/მომზადება - 1 ქულა;
3. სასწავლო და დამხმარე რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
4. გაკვეთილზე მოსწავლეთა დისციპლინის, დაინტერესებისა და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა - 1 ქულა;
5. სწავლების სტრატეგიების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
6. საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება - 1 ქულა;
7. შეფასების სისტემის სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
სულ სტუდენტმა დააგროვა 10 ქულა
|
რეფლექსია 5
2019 წლის 24 მაისს სტუდენტმა ნინო ხიმშიაშვილმა ჩაატარა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში . მე-2 კლ.
გაკვეთილის თემა იყო: „დავიცვათ ბუნება“.
გაკვეთილი დაგეგმილი იყო ესგ.- ს სტანდარტის თანახმად. სტუდენტმა გაკვეთილი ჩაატარა ინტერაქტიური მეთოდით. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მაძიებელმა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შეარჩია სასწავლო და დამხმარე რესურსები (ვიდეორგოლები გაკვეთილის თემასთნ დაკავშირებით) და მიზანმიმართულად გამოიყენა ისინი. სწავლების სტრატეგიების სწორმა გამოყენებამ უზრუნველყო გაკვეთილზე დისციპლინა და მოსწავლეთა ჩართულობა. გაკვეთილზე სწორად მოხდა მოსწავლეთა შეფასება. გაკვეთილის სწორად წარმართვამ და მოსწავლეთა მზაობის გათვავალისწინებამ საშუალება მისცა მაძიებელს სწორად გაენაწილებინა საგაკვეთილო დრო. მაძიებელმა შეძლო გაკვეთილის გეგმის მიზნის მიღწევა.
ჩატარებული გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმი:
1. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება სულ- 3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-3 ქულა;
· სტუდენტი სრულყოფილად ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-2 ქულა;
· სტუდენტი ზედაპირულად იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-1 ქულა;
· სტუდენტი ვერ იყენებს მიღებულ თეორიულ ცოდნას-0 ქულა.
2. სასწავლო და დამხმარე რესურსების სწორად შერჩევა/მომზადება - 1 ქულა;
3. სასწავლო და დამხმარე რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
4. გაკვეთილზე მოსწავლეთა დისციპლინის, დაინტერესებისა და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა - 1 ქულა;
5. სწავლების სტრატეგიების მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
6. საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება - 1 ქულა;
7. შეფასების სისტემის სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება - 1 ქულა;
სტუდენტმა დააგროვა 10 ქულა
აქვე წარმოგიდგენთ სტუდენტ-პრაქტიკანტის მიერ ჩემი, როგორც კონსულტანტი მასწავლებლის, შეფასების კითხვარს: |




























მოტივირებული,პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით დაჯილდოებული სტუდენტი...არაფერს ვამბობ ძალიან კრეატიულ,პროფესიაზე უზომოდშეყვარებულ პედაგოგზე,ადამიანზე რომლისთვისაც შეუძლებელი(ამ სფეროში)არ არსებობს...სკოლის სიამაყეა თამუნა მასწავლებელი������
ReplyDeleteდიდი მადლობა ქ-ნო ნინო ასეთი შეფასებისთვის! თქვენნაირი უმაღლესი დონის პედაგოგისგან მიღებული დადებითი უკუკავშირი ჩემთვის ძლიერ მასტიმულირებელია!
ReplyDelete