მათემატიკური ბარათები უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის


მათემატიკური ბარათები 20170626_092830.jpg


.
რეფლექსია: ბარათები განკუთვნილია  უსინათლო და მცირემხედველ  I-II კლასელ მოსავლეთათვის . მათემატიკის გაკვეთილებზე  ზეპირი ანგარიშისა და ამოცანების ამოხსნისას: მაჩვენეთ 3-ის მომდევნო რიცხვი; 7-ის წინა რიცხვი; რიცხვი,რომელიც მიიღება 2-სა და 3-ის შეკრებით, მაჩვენეთ 9-სა და 3-ის სხვაობა; 3-სა და 3-ის ჯამი? პირველი შესაკრებია 2, მეორე შესაკრებია -4 , რას უდრის ჯამი?და სხვა. შესაძლოა მასწავლებლის შეკითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად საჭირო იყოს მოსწავლეებმა მაღლა ასწიონ/მასწავლებელს უჩვენონ ორივე ბარათი ერთდროულად.
ასევე, რიცხვების ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით დალაგების სწავლებისას, შეკრების თვისების შესწავლისას: შესაკრებთა ადგილების გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება.
მოძრავი ციფრების საშუალებით მასწავლებელს  შეუძლია შემდეგი აქტივობების ჩაატარება:
1. თითოეული მოსწავლე ხელში იჭერს  2 ბარათს. ისინი წინასწარ კითხულობენ და იმახსოვრებენ  თუ რომელ ხელში, რომელი რიცხვი უჭირავთ და მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს  უხმოდ, წამოძახების გარეშე “პასუხობენ” მაღლა აწეული ბარათების ჩვენებით. ამით მასწავლებელს საშუალება ეძლევა დროის მცირე მონაკვეთში შეაფასოს კლასის თითოეული მოსწავლის ცოდნა.
   2.მასწავლებელი მოსწავლეებს მოძრავ ბარათებს(3-4  ბარათს) მერხზე დაუწყობს და თხოვს, რომ ჯერ ამოიკითხონ  მის წინ დალაგებული რიცხვები , შემდეგ კი, დაალაგოს ზრდადობის /კლებადობის მიხედვით. ამას შეჯიბრის სახეც შეიძლება მიეცეს და გამარჯვებულად დასახელდეს ის მოსწვლე, ვინც პირველი გაართმევს თავს დავალებას.
ეს აქტივობები ძალზე სახალისოდ მიმდინარეობს  და მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. აქტივობა არ იწვევს ხმაურს და ასევე, შესაძლებელს ხდის რამდენიმე მოსწავლის ერთდროულად შეფასებას.






Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში