პროექტი
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
თამარ ნიკოლაძე
|
|
რაიონი
|
ძველი თბილისი
|
|
სკოლა
|
სსიპ №202 საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
თბილისი
|
|
თემის მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
„ფრთხილად ,ძლიერი ქარია!“
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეებს წავუკითხავ ი. მარშაკისა და ე.სეგალის
მოთხრობების კრებულიდან მოთხრობას
„უჩინმაჩინი“, ინფორმაციული ხასიათის ამ
მოთხრობაში წარმოდგენილია ვრცელი ინფორმაცია
ქარის
შესახებ.
გავმართავთ დისკუსიას ქართან დაკავშირებული ემოციების შესახებ ;
მოსწავლეები უპასუხებენ შეკითხვებს
მოთხრობის ირგვლივ: მოსწავლეები ჩახატავენ, ჩაწერენ ან
ზეპირად გაუზიარებენ ერთმანეთს იმას,რაც ქარის
შესახებ ახსენდებათ:ამბავი,პირადი გამოცდილება, მოსმენილი
ან წაკითხული და ა.შ.
შეისწავლიან ქარში მოქმედების წესებს და გაითამაშებენ
სიმულაციურ თამაშს;
კომპასის დახმარებით განსაზღვრავენ ქარის
მიმართულებებს;
ამინდის პროგნოზში დააკვირდებიან ქარის მახასიათებლებს;
დაადგენენ, სად ვართ ჩვენ ძლიერი ქარის რისკის რუკაზე
;
დაამზადებენ „ანემომეტრს“ და განსაზღვრავენ ქარის სიჩქარესა და
მიმართულებას. შექმნიან ბოფორტის
სკალის ტაქტილურ პლაკატს, ასევე, მის ხმოვან
ვერსიას.
|
||
საგანი
|
||
ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა.
|
||
დონე/კლასი
|
||
დაწყებითი საფეხური/ II, III.
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
1 თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია
ლოკალურ გარემოში
ორიენტირება
და
ზოგიერთი გეოგრაფიული
ობიექტის
ერთმანეთისგან
განსხვავება.
ბუნ.III.8.მოსწავლეს
შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების
დახასიათება.
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
ბუნ.II.1.
მოსწავლემ
უნდა
შეძლოს
პრაქტიკულ
აქტივობებში
მონაწილეობა
და
ელემენტარული
კვლევითი
უნარ-ჩვევების
დემონსტრირება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
სვამს
მარტივ
კითხვებს
შესასწავლი
სხეულის/მოვლენის
შესახებ;
·
აკვირდება
შესწავლის
ობიექტს
საკუთარი
შეგრძნების
ორგანოების
ან
მარტივი
·
ხელსაწყოების
გამოყენებით;
·
უსაფრთხოების
წესების
დაცვით
მონაწილეობს
მარტივ
პრაქტიკულ
აქტივობებში;
·
ამოიცნობს, აღწერს
და
ახარისხებს
სხეულებს
ან/და
მოვლენებს
ილუსტრაციაზე
ან
რეალობაში;
·
აგროვებს
და
ჩაინიშნავს
კითხვაზე
პასუხის
გასაცემად
საჭირო
მონაცემებს
(ნახატების, პირობითი
·
ნიშნების
საშუალებით);
·
ეფუძნება
პირად
მოსაზრებებს
ან/და
დაკვირვების
შედეგებს
დასმულ
კითხვაზე
პასუხის
გასაცემად;
·
იყენებს
კომუნიკაციის
სხვადასხვა
ფორმას
(მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი
·
მოსაზრებების
ან/და
კვლევის
შედეგების
წარდგენისას.
ქართ.დაწყ.(II).7.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების
წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და
არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის
(მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის)
ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
Ø
განარჩევს თხრობასა და დიალოგს, მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
Ø
ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა
სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ
საათზეა ესა თუ ის
მულტფილმი,
კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);
·
აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშნების
მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით
ან დამოუკიდებლად)
(მაგ.,
შინაური და გარეული ცხოველები, ხილი და ბოსტნეული,
ზამთრის
თემატიკის ამსახველი ლექსიკა, სხვ.);
·
თანამიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს წაკითხული ტექსტის/ტექსტის
მონაკვეთის შინაარსს;
·
პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის
ეპიზოდს;
ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო
შინაარსის შესახებ.
21-ე საუკუნის უნარ ჩვევები:
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
●
ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის
გაზიარება
●
შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში,
მასში ეფექტური და
რეალური წვლილის შესატანად.
მოქნილობა და ადაპტაცია
●
განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
●
გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში
ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
●
საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების
მონიტორინგი;
●
უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებული ჩარჩოს
მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების
მიზნით;
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
პროექტის დასრულებისას თითოეული მოსწავლე შეძლებს:
·
ძლიერი ქარის ამოცნობას ამინდის პროგნოზის გაცნობისა და
გარემოზე დაკვირვებით;
·
ძლიერი ქარის გაჩენამდე, მის დროს და შემდეგ მოქმედების წესების
დემონსტრირებას.
·
შეძლებს იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას.
ინფორმაციის ეფექტურად მოპოვებას, კრიტიკულ შეფასებას და მათ დაკავშირებას პრობლემასთან.
პროდუქტიულად თანამშრომლობას.
·
შეძლებს მიიღოს მონაწილეობა ჯგუფურ აქტივობაში,შეარჩიოს შესაბამისი სამეტყველო სტილი.
·
წაიკითხოს ტექსტი,დაიცვას პაუზები.
·
მოისმინოს,გაიგოს და გადმოსცეს შინაარსი.
·
მოიძიოს საინფორმაციო ხასიათის ტექსტში მისთვის სასურველი ინფორმაცია.
·
მასწავლებელს,თანაკლასელებს გაუზიაროს მოპოვებული ინფორმაცია.
·
გამოიყენოს კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
|
|
თემატური კითხვები
|
2.
ქარი მტერი თუ მეგობარი?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
|
|
|
შეფასების გეგმა
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასების დროის ჩარჩო
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროცედურა: პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, გამოვიყენებ
შეკითხვების დასმას, რაც მოსწავლეებს
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებაში და
თემატიკის ანალიზში დაეხმარება. პროცესი
- საბაზისო ცოდნის შეფასებით დაიწყება, ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის გამოყენებით.
ვაკვირდები მოსწავლეების მუშაობის პროცესს, ვაანალიზებ მათ
ნამუშევრებსა და ქცევას. ვაძლევ
განმავითარებელ შეფასებას, მაგალითად: ,,კიდევ რა
შეიძლება გადმოვარდეს ან გაიტაცოს ძლიერმა ქარმა?’’
,,როგორ შევამოწმოთ, რამის დამატება ხომ არ სჭირდება
ანემომეტრს?’’, ,,ყველა მოქმედების წესი გაგვახსენდა?
’’ და ა.შ.
შევაფასებ თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებულ მოქმედების წესს.
ჩავინიშნავ: 1. ერთის მხრივ, ვის რაში
ჭირდება დამატებითი მუშაობა (ჯგუფური ან ინდივიდუალური); 2.
ხოლო, მეორე მხრივ, ვის და რა ტიპის ასისტირება ან დახმარება
სჭირდება შესაბამის (ძლიერი ქარის) სიტუაციაში. ამ საკითხს
განვიხილავ თავად მოსწავლეებთან. გავარკვევ, თავად როგორ
იგრძნობდა თავს უსაფრთხოდ და დაცულად.
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სხვა საკითხები
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
·
სხეულის ნაწილები (თავი, ხელი, ფეხი, პირი, ცხვირი) • შენობის
დახასიათება (კარი, ფანჯარა, აივანი, დერეფანი, სარდაფი) •
·
კომპასის გამოყენება და მიმართულებები (ჩრდილოეთი, სამხრეთი,
აღმოსავლეთი, დასავლეთი)
• სიჩქარის დახასიათება: ნელი, სწრაფი
·
ბეჭდვის და თაგუნას მოხმარების უნარ-ჩვევები (ბეჭდვა,
ფუნქციებში შესვლა, კოპირება, ჩასმა და
ფაილის დამახსოვრება)
·
პროგრამა ვორდის მოხმარების საბაზისო უნარ-ჩვევები..
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სასწავლო პროცედურები
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე :
მოსწავლეები გაეცნობიან მოთხრობას „უჩინმაჩინი“ ი.მარშაკისა და
ე. სეგალის მოთხრობების კრებულიდან „მოთხრობები იმაზე, რაც
შენს ირგვლივაა“.
გავიხსენებთ ზღაპრებს „კონკიასა“ და მე-2 კლასში ნასწავლ
ფრანგულ ზღაპარს „ჩიტბატონას“.
მშობლებს გავუგზავნი ბროშურას ძლიერი ქარის
სწავლების შესახებ და პროექტზე ინფორმაციის
მისაწოდებლად.
ამით შევაფასებ საბაზისო ცოდნას და შევადგენთ ვიცი, მინდა
ვიცოდე, ვისწავლე (ვ-მ-ვ) ცხრილს.
I კვირა.
1.
ამბავი ქარის შესახებ
მოსწავლეებს
ვთხოვ, ჩახატონ, ჩაწერონ ან ზეპირად გაუზიარონ ერთმანეთს ის, რაც
ქარის შესახებ ახსენდებათ:
ამბავი, პირადი გამოცდილება, ტელევიზიით ან ფილმში
ნანახი, მოსმენილი ან წაკითხული, ქართან
დაკავშირებული ემოციები და ა.შ.
1.
ჩავინიშნავ ჩემს სამუშაო დღიურში გაკვეთილზე წამოჭრილ თემებს, კითხვებს, საკვანძო საკითხებს, რათა
თემას მიეცეს საინტერესო მიმართულება თემის გასავრცობად (მოსწავლეთა
ინტერესებიდან და საჭიროებები
დან გამომდინარე). შევაჯამებ მოსწავლეთა საუბარს, დავაკავშირებ გაკვეთილის მიზანთან. ვკითხავ
მოსწავლე
ებს, რას ფიქრობენ, როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარისგან თავის
დასაცავად. ვთხოვ, თითოეულმა საკუთარი
აზრი ჩამოწეროს ან ჩახატოს ფორმატზე ან რვეულში, რათა
გაკვეთილის ან თემის დასრულებისას
დაუბრუნდნენ და გადააფასონ.
2.
როგორია ძლიერი ქარი?
გამოვიყენებ ხმის ჩანაწერს (შესაძლებელია ვიდეოც). მოსწავლეებს ვთხოვ, მოუსმინონ ხმებს და/ან
დააკვირდნენ ვიდეოს . უსინათლო მოსწავლემ
გვერდზე მჯდომ მოსწავლეს სთხოვოს იმის აღწერა, თუ რა
ხდება ვიდეოში.
საჭირო მასალა:
ლეპტოპი, დინამიკები, პროექტორი, ჩანაწერი ან ინტერნეტით ძლიერი
ქარის ხმები და
კადრები: ქარის ხმა (სტვენა, 3 წთ 11 წმ):
http://www.freesound.org/people/Benboncan/sounds/84111/
ქარი
აყირავებს ტრაილერს, ვიდეო (47 წმ):
https://www.youtube.com/watch?v=-3LnffRWHoM
ჩავრთავ
ჩანაწერებს და მოსწავლეებს
ვთხოვ , ჩაინიშნონ თავიანთი ვარაუდი,
თუ რა ხდება? როგორია ის, რაც
ჩანს და ისმის? რა ახსენდებათ? რა კითხვები უჩნდებათ? ვიკითხავ, ვის სურს საკუთარი აზრის გაზიარება
კლასისთვის. ჩავინიშნავ
გაჩენილი კითხვებსა და იდეებს. შევაჯამებ მოსწავლეთა საუბარს, დავაკავშირებ
გაკვეთილის მიზანთან. ვკითხავ მოსწავლეებს, როგორ
ჰგონიათ, როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარისგან
თავის დასაცავად. ვთხოვ, თითოეულმა საკუთარი აზრი ჩამოწეროს ან ჩახატოს ფორმატზე ან რვეულში, რათა
გაკვეთილის ან თემის დასრულებისას დაუბრუნდნენ და
გადააფასონ.
II კვირა.
3.
საიდან და როგორი ქარი უბერავს?
მოსწავლეებს ვავალებ მშობლების დახმარებით ამობეჭდონ
საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ერთი კვირის ამინდის პროგნოზი .
(უსინათლო მოსწავლეები ისარგებლებენ სკოლაში არსებული ბრაილის
რელიეფული
შრიფტის საბეჭდი მანქანით.) მოსწავლეები თავად შეარჩევენ
სასურველ ქალაქს; მომდევნო შეხვედრისათვის
კი წყვილებში წარმოადგენენ ნამუშევრებს.
წყვილებში:
ვთხოვ მოსწავლეებს, იპოვონ და მოხაზონ/დაასახელონ ის
დღეები , როცა ქარია ნავარაუდები, განსაზღვრონ მისი
მიმართულება და სიჩქარე, რომელ დღეს არის ყველაზე სწრაფი ქარი?
რა სიჩქარის? რა მიმართულების? არის თუ არა ნავარაუდები ძლიერი
ქარი? ვთხოვ, კომპასით განსაზღვრონ
მიმართულებები
და ზურგით დადგნენ ნავარაუდები ქარისკენ. განსაზღვრონ,
რომელი ფანჯრიდან დაუბერავს ქარი. ვკითხავ,
რას ნიშნავს გამოთქმა: ,,ზურგის ქარს გისურვებ’’,
ვიმსჯელებთ კლასში.
შენიშვნა: ადგილობრივი ამინდის პროგნოზი შეუძლიათ ნახონ-
www.meteo.gov.ge; .თუ ამ პერიოდში ქარი
არ არის ნავარაუდები, მაშინ დამატებით ამობეჭდავენ ერთი
კვირის ამინდის პროგნოზს, რომელიმე სხვა
ქვეყნისთვის, სადაც ქარია. მაგალითად, წყაროდან:
http://www.weather-forecast.com/
მოსწავლეები მიაქცევენ ყურადღებას, ამინდის
პროგნოზში ქარის მახასიათებლებისა და სიჩქარის
ერთეულების (მილი/საათში, კმ/სთ, მ/წმ) აღსანიშვანავად რა სიმბოლოები გამოიყენება.
II
4.
ქარის სახეები.
მოსწავლებს უზრუნველვყოფ ელექტრონული ვერსიით, რათა
გახმოვანების პროგრამით გაეცნოს მასალას.
საჭირო მასალა:
თითოეულ ჯგუფს დაჭირდება ქართული ენის სინონიმების ლექსიკონი
(ნეიმანი ა. 1961.
ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. თბილისი), ქართული ენის
განმარტებითი ლექსიკონი, და მოსწავლის
სამუშაო ფურცელი თითოეული ჯგუფისთვის ორი ეგზემპლარი
(დანართი ქ. 1).
მცირე ჯგუფები
(3-5 მოსწავლე) მოსწავლეებს დავურიგებ მოსწავლის სამუშაო ფურცელს (დანართი ქ.
1).
ვთხოვ, გაეცნონ ცხრილს. მათ აღწერილი ეფექტის მიხედვით
უნდა გააკეთონ ჩანახატი(მცირემხედველებმა) და
ქარს დაარქვან შესაბამისი სახელი. შემდეგ მოძებნონ
ქარის გამოყენებული სახელები ქართული ენის
განმარტებით ლექსიკონში და შეიტანონ შესწორებები მათი
შეხედულებების მიხედვით. თუ მოსწავლეებს გაუჭირდებათ ქარის სახელების გახსენება, ვთხოვ, გამოიყენონ ქართული ენის
სინონიმთა ლექსიკონი.
კლასში გავარჩევთ , რას შეიძლება გრძნობდნენ, ხედავდნენ, ესმოდეთ სხვადასხვა სიჩქარის ქარის დროს და
როგორ ამოვიცნობთ ძლიერ ქარს.
შენიშვნა :
მოსწავლეებს დავურიგებ ბოფორტის ქარის სკალას . მიაქციონ ყურადღება ქარის
სხვადასხვა სახელს/სინონიმს
(სიო, ნიავი, ნიავ-ქარი, ქარი, ქარიშხალი, გრიგალი), ხის
აგებულებას, ფრიალისა და რხევის ხარისხის
გამომხატველ სხვადასხვა სიტყვას, ქარის სიმბოლოსა და
სიჩქარეს (ერთეულებსაც).
5.
სად ვართ ჩვენ ძლიერი ქარის რისკის რუკაზე?
უსინათლო მოსწავლეებს უზრუნველვყოფ ადაპტირებული რუკით.
საჭირო მასალა:
პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, საქართველოს ფიზიკური რუკა,
ძლიერი ქარის
რისკის რუკა (წყარო:
http://drm.cenn.org/index.php/en/hazards-and-risks/hazard),
კონტურული რუკა თითოეული მოსწავლისთვის, ფერადი ფანქრები
(მწვანე, ყვითელი, წითელი) და მოსწავლის სამუშაო ფურცელი 2.
პროექტო
რით მოსწავლეებს აჩვენეთ საქართველოს რუკა, რომელზეც
ნაჩვენებია ძლიერი ქარის რისკის მიხედვით
ადგილების დარაიონება. სთხოვეთ, განსაზღვრონ, ძლიერი
ქარის რისკის რომელ ზონაში იმყოფებიან ამჟამად. შესაბამისი
ფერით გააფერადონ (უსინათლო მოსწავლეები გაფერადების სანაცვლოდ
გამოიყენებენ სახვადასხვა
ფაქტურის აპლიკაციებს) ეს ადგილი საკუთარ კონტურულ
რუკაზე. დავურიგებ, ავუხსნი და ვთხოვ,
შეასრულონ დავალება სამუშაო ფურცელში
(დანართი ქ. 2). ჩამოწერილი ადგილები, სადაც
ისვენებენ ან
სურთ, რომ დაისვენონ არდადეგებზე (ზაფხულში ან ზამთარში),
იპოვონ საქართველოს ფიზიკურ რუკაზე და განსაზღვრონ, ამ
ადგილებში როგორია ძლიერი ქარის რისკი, პროექტორზე ნაჩვენები
რისკის რუკის მიხედვით. მონიშნონ ეს ადგილები საკუთარ კონტურულ
რუკაზე და გააფერადონ შესაბამისი ფერით. შევსებულ სამუშაო
ფურცლებს ავკრეფ და განვიხილავთ შემდეგ
გაკვეთილზე.
III კვირა.
6.
როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს?
გამოვიყენებ ხმოვან სიგნალს (სასტვენს), უსინათლო
მოსწავლე ჩაერთვება თეთრი ხელჯოხით, დასაწყისისთ-
ვის შეირჩევა ნელი ტემპი .
ეტლით მოსარგებლე მოსწავლემ უსაფრთხო ადგილზე მუხრუჭებზე
უნდა აიყვანოს სავარძელ-ეტლი ან
სასიარულო საშუალება და მოიხაროს (თავი მუხლებისკენ დახაროს)
ან, თუ შესაძლებელია, ჩაცურდეს მიწაზე, დააწვინოს სავარძელ-ეტლი
და დაწვეს თავად ; შესაძლოა მას სხვა მოსწავლემ გაუწიოს
ასისტირება.
საჭირო მასალა/გარემო: სასტვენი, ალამი ან გამაფრთხილებელი ნიშანი (ან ყველა
ერთად). კარგი იქნება,
ვცვალოთ თამაშის ადგილი: შენობა, ეზო, მოედანი და
ბუნება/ექსკურსია. მოსწავლეებს ავუხსნი
თამაშის
წესებს:
1. შენობაში: მოსწავლეები მოძრაობენ თავისუფლად, ძლიერი ქარის
განგაშის სიგნალზე კეტავენ ფანჯარას,
გამორთავენ ელექტროენერგიას და ეძებენ ფანჯრიდან მოშორებულ,
უსაფრთხო ადგილს;
2. ეზოში: მოსწავლეები მოძრაობენ თავისუფლად, ძლიერი ქარის
განგაშის სიგნალზე იცავენ თვალებსა და
ცხვირ-პირს მტვრისაგან (იკეთებენ სათვალეს, იფარებენ
ცხვირსახოცს), იცავენ თავს (იფარებენ ხელს),
ათვალიერებენ მათ გარშემო ხომ არ შეიძლება რამე
გადმოვარდეს;
3. ბუნებაში: მოსწავლეები მოძრაობენ თავისუფლად, ძლიერი ქარის
განგაშის სიგნალზე ეძებენ მოფარებულ, ჩავარდნილ ადგილს ან
წვებიან და ეკრობიან მიწას. ყოველი გათამაშების შემდეგ,
როდესაც მოსწავლეები
უსაფრთხო ადგილებზე არიან, განვიხილავთ, რამდენად უსაფრთხოა ესა
თუ ის ადგილი მათი აზრით,
რამდენად გუნდურად იმოქმედეს, რამდენად სწრაფად იმოქმედეს.
7.
როგორ გავზომოთ ქარის სიჩქარე?
ნივთების გაცნობისას მოსწავლეებს ვაძლევ დროსა და საშუალებას,
რომ მასალა და ნიმუში ან მაკეტი აღიქვან
ხელებით. შესაძლოა გავაკეთებინო ,,ქარის ზარი’’ - ჭიქის
პირზე (გარშემო) ჩამოვკიდებთ გასაღებებს, ან
ტანსაცმლის საკიდზე თუნუქის ქილებს, ან უსარგებლო CD
დისკებს ისე, რომ ქარში ერთმანეთთან შეჯახებისას ხმა
წარმოიშვას.
საჭირო მასალა:
თითო წყვილისთვის 5 ცალი ერთჯერადი ჭიქა, ფანქარი საშლელის
ბოლოთი, სტეპლერი,
ქაღალდის სახვრეტი/მაკრატელი, 2 საწრუპი და ფერადი
ფურცლები. ბარათებზე ვწერ სიტყვას
,,ანემომეტრი“ , ვურიგებ ინდივიდუალურად და
ვქმნი ანემომეტრის მაკეტს. ვახმოვანებ თითოეული
ნაწილის გამოსაყენებელი მასალის სახელს. გავაცნობ კლასს,
რა მასალას ვურიგებ სამუშაოდ და რა უნდა
მივიღოთ (შესაძლოა ჩემ მიერ დამზადებული ნიმუშიც მოვათავსო
მაგიდაზე).
წყვილებში:
დავურიგებ მოსწავლეებს მასალას და ვთხოვ, ოთხი ერთჯერადი ჭიქა
გახვრიტონ კიდიდან ერთი მილიმეტრის დაშორებით. შემდეგ აარჩიონ
ერთი და მოხატონ ან მკვეთრი ფერით შეღებონ/დააწებონ
ფურცელი. ვთხოვ, მეხუთე ჭიქაც გახვრიტონ 5 ადგილას: 1 ჭიქა -
ძირზე, 4 - კიდეზე ერთმანეთის საპირისპირო
მხარეს. ვთხოვ მოსწავლეებს, გაუყარონ ორი საწრუპი ამ
უკანასკნელ ჭიქას კიდის ნახვრეტებში. საწრუპების
ბოლოები გაუყარონ პირველ 4 ჭიქას და შიგნით დააფიქსირონ
სტეპლერით. ვთხოვ მოსწავლეებს, ამოაცურონ ხუთნახვრეტიანი ჭიქის
ფსკერზე არსებულ ნახვრეტში ფანქარი ისე, რომ მასზე არსებულ
საშლელში
შეიძლებოდეს ჭიკარტით ორი საწრუპის გადაკვეთის/გადაჯვარედინების
ადგილის ჩამაგრება.
თუ გარეთ ნიავია, გავალთ გარეთ და მოსწავლეებს მივცემ
შესაძლებლობას, გამოიყენონ ანემომეტრი და
დააკვირდნენ მისი ბრუნვის ციკლს. შევარჩევ ადგილს
შენობებს შორის, რათა თვალსაჩინო გახდეს, რომ ამ
ადგილებში ქარის სიჩქარე კიდევ უფრო დიდია (შესაბამისად,
ამ ადგილებს ქარის დროს უნდა მოერიდონ).
თუ გარეთ ნიავი არ იძვრის, გამოვიყენებ თმის საშრობ ფენს
ან ვენტილატორს. გავაანალიზებთ, იმუშავებს
თუ არა მოცემული მაკეტი ძლიერი ქარის დროს? რა შეიძლება
მოხდეს?
შენიშვნა: მოსწავლეებს ყურადღებას მივაქცევინებ 4 ჭიქის
პოზიციაზე: ერთის პირი მიმართულია მეორის
ფრკერისკენ საათის ისრის მიმართულებით.
8.
ქარის მიმართულება.
ნივთების გაცნობისას მოსწავლეს მივცემ დროსა და საშუალებას, რომ
მასალა და ნიმუში ან მაკეტი აღიქვას
ხელებით.
საჭირო მასალა:
ყველა მოსწავლისთვის მუყაოს ჭიქა, საწრუპი, ქინძისთავი, ფანქარი
საშლელის თავით, მუყაოს ფურცელი, სკოლის ეზოში არსებული დროშა,
ცარცი და კომპასი.
დაფაზე დავხატავ ქარის მიმართულების მაჩვენებელ ფლუგერის
ნახაზს და თუ საჭირო იქნება, მოვათავსებ
ჩემ მიერ დამზადებულ მაკეტს მაგიდაზე.
ინდივიდუალურად:
დავურიგებ მოსწავლეებს მასალას და ვთხოვ, ააგონ ფლუგერი:
გამოჭრან მუყაოსგან ორი ერთნაირი ტოლგვერდა სამკუთხედი. გაჭრან
საწრუპის კიდეები ოდნავ და ჩასვან სამკუთხედები განაჭერში: ერთი
წვეროთი – საწრუპში, მეორე – ფუძით.
ვთხოვ, ქინძისთავით ჩაამაგრონ საწრუპის შუა მხარე ფანქრის
საშლელიან თავში ისე, რომ საწრუპი თავისუფ
ლად მოძრაობდეს. ფანქარი მოათავსონ ამობრუნებულ მუყაოს ჭიქაში.
მოათავსონ ჭიქა მუყაოს რომბზე,
რომელზეც მიუთითებენ მხარეებს.
ვთხოვ მოსწავლეებს, წამოიღონ საკუთარი ნახელავი (ფლუგერები)
ეზოში, დროშასთან. კომპასის დახმარებით დაადგინონ, დროშის
გარშემო საით რომელი მხარეა. შესაბამისად ასფალტზე ცარცით
დაიწერება N, S, W, E .უსინათლოთათვის დაიდგმება ნიშნულები
და მოათავსებენ საკუთარ ფლუგერებს შესაბამისი
მიმართულებით. დააკვირდებიან, რა მიმართულებას აჩვენებს ისარი,
რა ემართება დროშას (საით იშლება) და
განსაზღვრავენ ქარის (ნიავის) მიმართულებას (საიდან
უბერავს). შენიშვნა: იმავე ფლუგერის გამარტივებული
ვარიანტი შეიძლება იყოს მუყაოს მილის ერთ მხარეს ფერადი ლენტების
მიმაგრება, მეორე მხარეს კი ძაფის
სახელურის გაკეთება.
IVკვირა
9.
რა ხდება ძლიერი ქარის დროს?
საჭირო მასალა:
ვენტილატორი ან თმის საშრობი ფენი (სავარაუდოდ,
დამაგრძელებელიც) და სხვადასხვა
მასალა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მცირე ჯგუფებში
დასახლებული პუნქტები მოაწყონ - მუყაოს ყუთები, კუბურები,
პლასტმასის ქილები, სათამაშო ფიგურები, ჩხირები, საძერწი,
ნიჟარები, ქვები, გირჩები, ფოთლები
და ა.შ.
მცირე ჯგუფებში:
ვთხოვ 5-6 მოსწავლეს, გააერთიანონ მაგიდები და საკუთარი
ფანტაზიით ერთი დასახლებული პუნქტი მოაწყონ, რომელსაც 15 წუთში,
განგაშის შემდეგ, ქარიშხალი გადაუვლის (ვენტილატორით/ფენით).
ქარიშხლისას მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ, რა მოხდება: რას
აიტაცებს ,,ქარი’’, რას ვერ მოერევა.
15 წუთში გამოვაცხადებ განგაშს (სასტვენით და ალამით),
რომ მოსწავლეები მოემზადონ დაკვირვებისთვის და
ჩავრთავ ვენტილატორს/ფენს.
შევაჯამებ მათი დაკვირვების შედეგებს და დავუკავშირებ
მოქმედების წესებს ძლიერი ქარის დაწყებამდე, მის
დროს და შემდეგ.
10.
ძლიერი ქარისთვის რისკის აღმოჩენა ჩვენ გვერდით.
მოსწავლეებს ვთხოვ, ხელით ან ხელჯოხით ფრთხილად დაათვალიერონ
გარემო.
საჭირო მასალა:
ქაღალდი და დასამაგრებელი დაფა, კალამი.
აქტივობა:
გავყოფ კლასს 2 ჯგუფად და გამოვუყოფ ორ მხარეს (შენობის, ეზოს)
გამოსაკვლევად. ვთხოვ, კარგად დააკვირდნენ, აღმოაჩინონ და
ჩამოწერონ ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ადგილები, რისკი
ძლიერი
ქარისთვის (საგნები რაც შეიძლება აიტაცოს ქარმა,
გადმოაგდოს, გაიტაცოს, მოტეხოს და ა.შ.) და უსაფრთხო
ადგილები, სადაც ძლიერი ქარის დროს შეიძლება შეფარება.
ვთხოვ, წარადგინონ სია და თავიანთი იდეები
საჭირო მოქმედებების, ეზოს/შენობის მოწყობის შესახებ.
პრეზენტაციაზე დავპატიჟებთ ადმინისტრაციას,
სკოლის საგანგებო სიტუაციის გუნდს.
11.
. ყველამ იცის, როგორ ვიქცევით ძლიერი ქარის დროს?
საჭირო მასალა:
მოქმედების წესების ტექსტი, 4-5 თაბახის ფურცელი, ფერადი
ფურცლები, ფანქრები,
ფლომასტერები, წებო და სხვა. შესაძლებელია სურათების ამოღება
ინტერნეტიდან. დიქტოფონი, კომპიუტერი
ან მობ. ტელეფონი და ბრაილის შრიფტით ამობეჭდილი
წესები ).
აქტივობა
: გავყოფ კლასს ორ ჯგუფად. მცირემხედველებს ვთხოვ,
შექმნან სამი პლაკატი მოქმედების წესების
შესახებ:1. ძლიერი ქარის დაწყებამდე; 2.ძლიერი ქარის
დროს; 3. ძლიერი ქარის შემდეგ.
უსინათლო მოსწავლეები კი ,პლაკატის ნაცვლად შექმნიან
საინფორმაციო აუდიოჩანაწერს
(ნამუშევრები გაერთიანდება, გადამოწმდება და გამოიკვრება
პლაკატები დერეფანში, რომ რაც
შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს წესების შესახებ.
აუდიოჩანაწერს ჩავრთავთ შესვენების დროს
დერეფანში ან ბუფეტში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
·
უსინათლო მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია
უფროსების
დახმარება წერითი და ტექნოლოგიური დავალებების
შესრულებისას;
·
მათთვის შექმნილია ადაპტირებული სასწავლო გარემო:
სათანადო კონტრასტი,კარგი განათება;
·
ხდება საგაკვეთილო მასალის ტაქტილური ან/და აუდიო
ფორმით
მიწოდება,
·
გამოიყენება რეალურ საგნებთან მაქსიმალურად მიახლოებული
ფაქტურისა და ფორმის თვალსაჩინოებები,
·
ხმოვანი კომპიუტერული პროგრამა;
·
მცირემხედველები იყენებენ გამადიდებელ ლუპებსა და
მონიტორს.
|
|
არაინგლისურენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ
არის მშობლიური)
|
·
არაქართულენოვანი მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში ,
შედარებით
მაღალი ენობრივი უნარ-ჩვევების მქონე ბილინგვურ
მოსწავლესთან;
·
სამუშაოს შესასრულებლად განესაზღვრებათ დამატებითი დრო;
·
მიეცემათ შესაძლებლობა, თავისი ცოდნა წარმოაჩინონ
მშობლიური
ენის გამოყენებით;
·
გამოიყენებენ ილუსტრირებულ ტექსტებსა და ლექსიკონებს
და
თარგმანის პროგრამებს.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
·
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს
წავახალისებ,
მოიძიოს და გაუზიაროს ინფორმაცია კლასს თემაზე: „ქარის
წისქვილები
და მათი გაჩენის ისტორია“.
·
თანამშრომლობითი სწავლების მიდგომით მაღალი
აკადემიური
მოსწრების მოსწავლე რჩევებს მისცემს თანაკლასელებს
და
დაეხმარება მათ სხვადასხვა აქტივობებში.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია
–
ტექნიკა
(მონიშნეთ
პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური
უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა
(მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული
პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
|
ინვენტარი/მასალები
|
პროექტორი,კომპიუტერი, ინტერნეტი, დაფა.
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
ვიზიტი მეტეოროლოგიურ ცენტრში.
|
Comments
Post a Comment