ბრაილის სტრიქონი-სასწავლო რესურსი უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთათვის

მუყაოს სტრიქონი ბრაილის რელიეფური შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისათვის.


ინსტრუქცია:  უსინათლო  და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი მუყაოს   სტრიქონი წარმოადგენს ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლების საშუალებას.საწერი დაფის უჯრების გადიდებული ზომის ვარიანტს. იგი ბრაილის ექვსწერტილოვანი პრინციპით დამზადებული ორი უჯრის მაკეტია. .ი მასში შესაძლოა ჩაიწეროს“  მხოლოდ ორი სიმბოლო.
ჩაწერახდება ამოჭრილ წრეებში  პლასტმასის ბოთლის თავსახურების ჩასმით.


ქართ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ
მოსწავლე:
  • სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ბგერებს;
  • სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
  • თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
  • ნაცნობ ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
  • თავისუფლად კითხულობს ანბანის ყველა ასოს;
  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის  ტექსტებს;
  • ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
  • ცდილობს სათანადო ინტონაციით გამოხატოს წინადადების მოდალობა (თხრობითი და კითხვითი წინადადებების);
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
მოსწავლე:
  • წერს მარტივ წინადადებებს, ფრაზებს, მცირე ზომის ტექსტებს ნაცნობ თემებზე, გასაგებად გადმოსცემს აზრს;
  • ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
  • წარწერას უკეთებს ილუსტრაციას;
  • წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
წერს და აფორმებს მარტივი სახის პრაგმატულ ტექსტებს (მოდელის, საყრდენების, მინიშნებების გამოყენებით).  


რეფლექსია:   სტრიქონი   განკუთვნილია   I  კლასში   წინასაანბანო  და საანბანო პერიოდისათვის. უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები წერა- კითხვის დაწყებამდე მოცემული სტრიქონის საშუალებით   ეცნობიან ბრაილის ექვსი წერტილისაგან”  შემდგარ   საწერ უჯრას.  სწავლობენ წერტილებისრიგით ნომრებს,  განიმტკიცებენ მხარეთა ცნებებს: „მარჯვენა“, „მარცხენა და ემზადებიან ასოების შესწავლისათვის .

საანბანო პერიოდში ასო -ბგერების გაცნობისას სტრიქონი ერთ-ერთ ეფექტურ და სახალისო საშუალებას წარმოადგენს. სტანდარტული ხის მცირეუჯრებიანი სტრიქონისაგან განსხვავებით მუყაოს  სტრიქონში ჩაწერა“   მოსწავლეებს  მეტად უმარტივდებათ  , უმაღლდებათ მოტივაცია   და ხალისით სწავლობენ ყოველ ასო-ბგერას.

Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში