ელ.სასწავლო რესურსი-"საქართველო ჩემი სამშობლოა"!



ელ. სასწავლო რესურსის  რეფლექსია
 სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სასწავლო ელექტრონული რესურსების
შექმნისა და გამოყენების  მიზნით  ჩემსმიერშექმნილი   ციფრული რესურსის სათაურია:
„საქართველო ჩემი სამშობლოა!“ .ციფრული ობიექტი ემსახურება  ესგ -ით შემდეგ საგანმანათლებლო მიზანს :
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • სვამს მარტივ კითხვებს შესასწავლი სხეულის/მოვლენის შესახებ;
  • აკვირდება შესწავლის ობიექტს საკუთარი შეგრძნების ორგანოების ან  მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;
  • უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;
  • ამოიცნობს, აღწერს  და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;  
  • აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო  მონაცემებს (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);
  • ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
  • იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.
ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების შედეგად სწავლის პროცესი გახდა უფრო საინტერესო, გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ინფორმაცია ვიზუალურადაა გაფორმებული, ყოველივე ეს მათ დაეხმარათ შინაარსის  უკეთ გაგებაში , რითაც ხელი შეეწყო მოსწავლის პიროვნულ განვითარებას და მისი ღირებულებითი სისტემის ფორმირებას. ხელი შეეწყო მოსწავლეებში გარემოსა და სამშობლოზე ზრუნვის აუცილებლობის შემეცნებას.
პრეზენტაციის სანახავად გადადით:




Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა II კლასში