ტრენინგის მე-5 დღე

მე-5 დღეს გავიარეთ მე-3 მოდული- უკუკავშირი.
განვიხელეთ ზოგადი კითხვა, თუ  როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად , სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის  შეფასების მიზნით.
ძალზე საინტერესო  იყო მოდულის თემატური კითხვების გაცნობა.ეს სასარგებლო რჩევები ძალიან დამეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში. კერძოდ:
  • როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ უზრუნველვყოო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რომ ეს ყოველივე ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარების უნარების ინტეგრირებას ჩვენს სასწ.პროექტში.
ძალზე საფუძვლიანად განვიხილეთ ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე.
ასევე, გავეცანით ზემოთაღნიშნული მოდულის თემის - "კავშირების" ინსტრუმენტებს:
ტექსტურ რედაქტორსა და საპრეზენტაციო პროგრამას.
განვიხილეთ ჩვენთვის ძალზე სასარგებლო რჩევები და მეთოდები უკუკავშირის მისაცემად, რაც ემსახურება შემდეგს: უკუკავშირის პროცესში მოსწავლეები უკეთ აყალიბებენ და პასუხობენ შეკითხვებს.
განვიხილეთ უკუკავშირის სახეები. ასევე, ჩამოვაყალიბეთ კოვსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები.
დღეს შევისწავლე ჩემთვის ძალზე საინტერესო  ფუნქცია, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, ეს არის Reviewing Toolbar-ის გამოყენება უკუკავშირისათვის.
დასასრულს კი , გავეცანით პედაგოგის გზამკვლევს საავტორო უფლებების კანონებსა და "ლეგიტიმურ გამოყენებაში".

Comments

  1. ქალბატონო თამარი , გისურვებთ წარმატებებს !

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.