ტრენინგი-"პროექტებით სწავლება"
მე- 4 დღე.მოდული 2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.
დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პირველ რიგში უნდა შედგეს შეკითხვების პირველადი სია.ჩემი სასწავლო პროგრამის განმსაზღვრელი კითხვების ჩამოსაყალიბებლად დავიხმარ "რუბრიკაში" მოთავსებული თავით: "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა თქვენი სასწავლო პროექტისათვის".
სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტში მოთავსებული სასწავლო პროექტის გეგმის კრიტერიუმები დამეხმარება ჩემი გეგმის ხარისხის შესამოწმებლად.მოცემული რუბრიკა ითვალისწინებს ზოგადი, თემატური და შინაარსობრილვი კითხვების , ასევე, დასახული სტანდარტებისა და მიზნების მონიტორინგისათვის საუკეთესო შესაძლებლობას.
მოდული 2. მე-3 აქტივობა: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.
ჩვენ ამ ეტაპზე შესრულებული გვაქვს ორი მნიშვნელოვანი საფეხური:
- განსაზღვრულია სასწავლო მიზნები, სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით.
- სემუშავებული გვაქვს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
ახლა საჭიროა , შეფასების გეგმის შემუშავება. პირველი ნაბიჯი იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმების განხილვა თანმხლები 5 მიზნით.
გავეცანით ინტელის საგანმანათლებლო რესურსს:"პროექტების შეფასებას". აქ წარმოდგენილია მიმოხილვა მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტებისა, რომლებიც გამოიყენება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
აქტივობა 4-ში წარმოდგენილი მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ჩეკლისტი დამეხმარება ჩემს მიერ შედგენილი შეფასების ფორმების შემოწმებასა და რედაქტირებაში.
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete