ტრენინგი-"პროექტებით სწავლება" მე-3 დღე

მე-3 დღე.
გავეცანით  მე-2 მოდულს: "სასწავლო პროექტის დაგეგმვა".
 გავეცანით საკვანძო კითხვებს, რომელთაც უნდა  მისცენ მიმართულება მოსწავლეთა სასწავლო პროცესს.
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისგან მოითხოვს ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას და ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია სრულყოფილად გაიგეს.
გავეცანით პროექტის ეფექტურად დაგეგმვის ნაბიჯებს:
პირველი ეტაპია მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტების დადგენა. შემდგომ,შერჩეული სტანდარტებიდან სასწავლო მიზნებისა და მნიშვნელოვანი სააზროვნო შეკითხვების გამოკვეთა.
მომდევნო აქტივობა კი გულისხმობს , მასწავლებლის მიერ სტანდარტებისა და საწავლო მიზნების სამუშაო ვარიანტის შემუშავებას.
პროექტის განხორციელების ეფექტურობასა და მოსწავლეთა დაინტერესებას განაპირობებს კარგად ფორმულირებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
უკეთ გავიაზრეთ , თუ რას გულისხმობს ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი შეკითხვები ; ნიმუშების გაცნობის შემდეგ , ჩამოვაყალიბეთ კითხვები საკუთარი პროექტებისთვისაც.
დღევანდელმა დღემ მომცა ნათელი წარმოდგენა პროექტის რთული ეტაპების მარტივად გადაწყვეტისა.


Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი

სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.