Posts

Showing posts from February, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

მე-8 დღეს გავეცანით მოსწავლეთა დიფერენიალურ  სწავლებას და განვიხილეთ დიფერენცირებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების სამუშაო ფურცელს;   გავიხსენეთ წინარე ცოდნა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის შესახებ. განვიხილეთ სამივე  მოდალობის მქონე ტიპის  მოსწავლეების მახასიათებლები. ვიმსჯელეთ მათთვის დამახასიათებელ უნარებზე. დასასრულს , საკუთარ ბლოგებზე მოვახდინეთ პრეზენტაციების  ატვირთვა.

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღეს მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია power point-ში და მოვახდინეთ უკუკავშირი . განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრის ფაილში განსათავსებელი მასალები.  გავიარეთ მე-5 მოდულში განხილული თემა "მოსწავლების შეფასების ჩეკლისტები". მოხდა მე-7 მოდულის გაანალიზება. მოდული ეხება ფასილიტაციას. ძალზე საინტერესო იყო   შეფასების სხვადასხვა ტექნოლოგიების გაცნობა.

ტრენინგის მე-6 დღე

დღე მე-6, მოდულ 4-ში  შევეხეთ  თემას-"სასწავლო ნიმუშების შექმნა".მოდულში მოცემული თემა ეხება საკითხს, თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტსჩვენს თემებში.   განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, როგორ უნდა დაიგეგმოს და შეიქმნას მოსწავლის პრეზენტაცია პუბლიკაციისა და სხვა სასწავლო მიზნებისათვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნული იძლევა საშუალებას პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით განვაახლოთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია აქტივობისათვის-"დაფიქრდი, გაუზიარე". განვიხილეთ ის ფუნქციები, რომელიც დაგვეხმარება პრეზენტაციის დასახვეწად.ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ხმოვანი ეფექტებისა და ტექსტის დადების ცოდნა, ჩემი სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტიდან ( უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები) გამომდინარე. დღეს ტრენინგზე დამსწრე პედაგოგებმა  ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები ბლოგებზე . დღემ ძალზე საინტერესოდ ჩაიარა.

ტრენინგის მე-5 დღე

მე-5 დღეს გავიარეთ მე-3 მოდული- უკუკავშირი. განვიხელეთ ზოგადი კითხვა, თუ  როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად , სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის  შეფასების მიზნით. ძალზე საინტერესო  იყო მოდულის თემატური კითხვების გაცნობა.ეს სასარგებლო რჩევები ძალიან დამეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში. კერძოდ: როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად? როგორ უზრუნველვყოო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება? ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რომ ეს ყოველივე ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარების უნარების ინტეგრირებას ჩვენს სასწ.პროექტში. ძალზე საფუძვლიანად განვიხილეთ ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე. ასევე, გავეცანით ზემოთაღნიშნული მოდულის თემის - "კავშირების" ინსტრუმენტებს: ტექსტურ რედაქტორსა და საპრეზენტაციო პროგრამას. განვიხილეთ ჩვენთვის ძალზე სასარგებლო რჩევები და მეთოდები უკუკავშირის მისაცემად, რაც ემსახურება შემდეგს: უკუკავშირის პროცესში მოსწავლეები უკე

ტრენინგი-"პროექტებით სწავლება"

Image
მე- 4 დღე.მოდული 2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა. დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პირველ რიგში უნდა შედგეს შეკითხვების პირველადი სია.ჩემი სასწავლო პროგრამის განმსაზღვრელი კითხვების ჩამოსაყალიბებლად დავიხმარ "რუბრიკაში" მოთავსებული თავით: "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა თქვენი სასწავლო პროექტისათვის". სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტში მოთავსებული სასწავლო პროექტის გეგმის კრიტერიუმები დამეხმარება ჩემი გეგმის ხარისხის შესამოწმებლად.მოცემული რუბრიკა ითვალისწინებს ზოგადი, თემატური და შინაარსობრილვი კითხვების , ასევე, დასახული სტანდარტებისა და მიზნების მონიტორინგისათვის საუკეთესო შესაძლებლობას.  მოდული 2. მე-3 აქტივობა: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.  ჩვენ ამ ეტაპზე შესრულებული გვაქვს ორი მნიშვნელოვანი საფეხური: განსაზღვრულია სასწავლო მიზნები, სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით. სემუშავებული გვაქვს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ახლა საჭიროა

ტრენინგი-"პროექტებით სწავლება" მე-3 დღე

Image
მე-3 დღე. გავეცანით  მე-2 მოდულს: "სასწავლო პროექტის დაგეგმვა".  გავეცანით საკვანძო კითხვებს, რომელთაც უნდა  მისცენ მიმართულება მოსწავლეთა სასწავლო პროცესს. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისგან მოითხოვს ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას და ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია სრულყოფილად გაიგეს. გავეცანით პროექტის ეფექტურად დაგეგმვის ნაბიჯებს: პირველი ეტაპია მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტების დადგენა. შემდგომ,შერჩეული სტანდარტებიდან სასწავლო მიზნებისა და მნიშვნელოვანი სააზროვნო შეკითხვების გამოკვეთა. მომდევნო აქტივობა კი გულისხმობს , მასწავლებლის მიერ სტანდარტებისა და საწავლო მიზნების სამუშაო ვარიანტის შემუშავებას. პროექტის განხორციელების ეფექტურობასა და მოსწავლეთა დაინტერესებას განაპირობებს კარგად ფორმულირებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. უკეთ გავიაზრეთ , თუ რას გულისხმობს ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი შეკითხვები ; ნიმუშების გაცნობის შემდეგ , ჩამოვაყალიბეთ კითხვები საკუთარი პროექტებისთვისაც. დღევანდელმა დღემ მომცა ნათელი წარმო

ტრენინგი"პროექტებით სწავლება"

Image
ტრენინგის I-II დღე: გავეცანით ელექტრონულ წიგნს , თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის; როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის.  დავათვალიერეთ  სასწავლო პროექტების შაბლონები, შევქმენით ბლოგი. საკუთარი პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით შევქმენით საქაღალდეები. გავეცანით მოდულებს ; რესურსების ჩანართის ჯგუფში ვიხილეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.  ტრენინგზე საშუალება მომეცა გამეღრმავებინა  წინარე ცოდნა. შეძენილი ცოდნით ძალზე კმაყოფილი ვარ.